„უცხოეთში რეგისტრირებული ავტომობილების სავალდებულო დაზღვევიდან 30 მილიონი ლარის შემოსავალს ველოდებით“ საკუთარი ავტოტრანსპორტით მოგზაურები სადაზღვევო პაკეტის გარეშე საქართველოს საზღვარს ვეღარ გადმოკვეთენ. როგორც პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია დაარეგულიროს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად წარმოქნილი სამოქალაქო ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას მათივე მონაწილეობით და, რომლის დროსაც ზიანი მიადგა მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას. ამასთან, წარმოდგენილი პროექტით, შესაბამისი მოთხოვნებისა და თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის აღსრულების მიზნით, იქმნება მზღვეველთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“.
2017 წლის აგრო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული ნაკვეთები

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის განკარგულებით დამტკიცებული აგრო დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობს ხუთი სადაზღვევო კომპანია" ალდაგი, ჯიპიაი ჰოლდინგი, აისი ჯგუფი, არდი და ალფა.


"საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია"
1 2 3 4 5 6 [7]
COPYRIGHT © 2010 - 2018
CREATED BY
Neomedia