კახა კალაძე ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების სავალდებულო დაზღვევის ინიციატივით გამოდის
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების სავალდებულო დაზღვევის ინიციატივით გამოდის.როგორც კალაძემ განაცხადა, ამ მიმართულებით მოთხოვნების გამკაცრებაა აუცილებელი.
ხელშეკრულების დადებისას, დაზღვევა ერთ-ერთი კატეგორიული მოთხოვნა უნდა იყოს, ამბობს ვიცე პრემიერი.
პარლამენტში სადაზღვევო სისტემის სრულყოფის საკითხებზე იმსჯელეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები საქართველოს სადაზღვევო კომპანიის ასოციაციის, კერძო სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების პერსპექტივები და საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომი განვითარების იდეა, ასევე, ამ მიმართულებით კერძო სადაზღვევო სექტორთან პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
1 2 3 4 5 6 7 8 [9]
COPYRIGHT © 2010 - 2018
CREATED BY
Neomedia