მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი და რთული გასაგებია

გადაწყვეტილება მოულოდნელი და რთული გასაგებია, - ასე გამოეხმაურა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი გადაწყვეტილებას, რომლითაც მოგების დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის 2023 წელს ამოქმედდება და არა 2019-ში, როგორც ამას კომპანიები ითხოვდნენ. 
DRC-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგი საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციაში

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციისა და დავების განმხილველი ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი „სადაზღვევო დავების არბიტრაჟის წესით განხილვის სპეციფიკა“, წარმატებით დასრულდა!

„დასრულებული შენობების ფარული დეფექტების სავალდებულო დაზღვევა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის ჩეულებრივი ბიზნესია“

„არაფერი გაუკეთებელი არ არის, მთავრია ტექნიკური ზედამხედველობა იყოს  გამართული. ეს სადაზღვევო კომპანიებისთვის ჩვეულებრივი ბიზნესია“-ასე შეაფასა  „დაზღვევის ასოციაციის“   პრეზიდენტმა  დევი ხეჩინაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც დეველოპერებს დასრულებული შენობების ფარული დეფექტების  დაზღვევას დაავალდებულებს.
საჩუქარი ყველა ქალბატონს სადაზღვევო კომპანია „ალფასგან“

"სადაზღვევო კომპანია ალფა"  მუდმივად ზრუნავს საცალო მიმართულების განვითარებაზე. კომპანიამ წინა წელთან შედარებით ავტო დაზღვევის მიმართულებით მნიშვნელოვანი, უპრეცედენტო ზრდა განიცადა, კერძოდ კი 2017 წელს დაზღვეული ავტომობილების (7370 ავტომობილი) 80%, 2018 წლის მხოლოდ 2 თვეში შეასრულა. მიმდინარე წლის იანვარ– და თებერვლის მონაცემებით, უკვე 5790 ახალი პოლისი ფიქსირდება და ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.
„საგადასახადო მიზნებისათვის ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ერთმანეთისაგან არგამიჯვნა დაუშვებელია“

ორი წლის წინ საქართველოს მთავრობამ საგადასახადო სფეროს შემდეგი ლიბერალიზაციის ეტაპი, ე.წ. „ესტონური მოდელი“ შეარჩია, რომლის მიხედვით მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადახდისგან თავისუფლდებიან.
[1] 2 3 4 5 6
COPYRIGHT © 2010 - 2018
CREATED BY
Neomedia