News

2017 წლიდან სატრანზიტო ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება მომავალი წლიდან სატრანზიტო ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება, რომელიც დამატებით შემოსავალს შექმნის სადაზღვევო ბაზრისთვის - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ რადიო „კომერსანტის" გადაცემა „ბიზნესის ადვოკატში" განაცხადა.
ზედამხედველობას სადაზღვევო კომპანიები დააფინანსებენ - სანაცვლოდ ინდუსტრია სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებას ითხოვს მომავალი წლიდან დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ. მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლის ბიუჯეტში ზედამხედველობის სამსახურის დაფინანსება არ არის გათვალისწინებული. რადიო „კომერსანტი" დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს დაფინანსების წესის ცლილებასთან დაკავშირებით სადაზღვევო ინდუსტრიას. კომპანიების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ასეთი მოდელი მთელს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა აუცილებელია პარალელურად ამოქმედდეს სავალდებულო ტიპის დაზღვევები. 
აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის – 2017 წლიდან აგროდაზღვევა სისტემური გახდება აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის. მთავრობა სადაზღვევო კომპანიებთან ერთად განახლებულ მოდელზე მუშაობას უახლოეს მომავალში დაასრულებს. შედეგად, ახალი, გადამუშავებული სახით პროექტი 2017 წლის თებერვლიდან ამოქმედდება. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომავალი წლიდან აგროდაზღვევა სისტემური გახდება.
ჩვენი მიზანია შეიქმნას მომხმარებელზე ორიენტირებული სადაზღვევო სისტემა
სადაზღვევო სექტორი  მიმდინარე წელს მოგებით დაასრულებს - ასეთია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის იოსებ გოგოლაშვილის შეფასება. რა მოლოდინები აქვს  ზედამხედველობის სამსახურს ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და როგორი იქნება მომავალი წელი  კომპანიებისთვის. ამ საკითხებზე იოსებ გოგოლაშვილი "კომერსანტს" ესაუბრა

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის ონლაინ სერვისების განვითარებას განაგრძობს პირველად საქართველოში: სამედიცინო დაზღვევის ანაზღაურების სერვისი ონლაინ, თანხის ანაზღაურება ერთ დღეში.
1 2 3 4 5 6 [7] 8 9
COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia