ბრიტანელი დაზღვეულების "შიშები"

ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ყველაზე მეტად სამსახურის დაკარგვის, ბანკის ვალის და ცუდად გახდომის ეშინიათ. ამას კიდევ კონსერვატორებისა თუ ლეიბორისტების მხრიდან მუდამ იმის მტკიცება ემატება, რომ სახელმწიფო სიბერეშითავისი მოქალაქეების სრულად დაცვას ვერ მოახერხებს  დაავადებებისგან, სამსახურის დაკარგვისგან და სხვა. მოქალაქეებმაც მიიღეს ეს „გამოწვევა“.
მე-20 საუკუნის ბოლო ათწელულებში ნისლიან ალბიონზე სიცოცხლის დაზღვევისა და კერძო საპენსიო უზრუნველყოფისთვის დანახარჯების წილი 6 პროცენტით გაიზარდა. რა ღირს ბრიტანელის სიცოცხლე დღეს სადაზღვევო კომპანიების პრეისკურანტის მიხედვით?
სიცოცხლის დაზღვევა რიგით ბრიტანელს 1 ფუნტ-სტერლინგად და 69 პენსად შეუძლია თვეში. თუმცა ასეთი იაფფასიანი დაზღვევა მხოლოდ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ბრიტანელისთვისაა ხელმისაწვდომი. ისიც იმ შემთხვევაში, თუ ის არ სვავს, არ ეწევა, სპორტით არაა დაკავებული, მძიმე სამუშაოს არ ასრულებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ პირობებით მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აზღვევენ. მზღვეველის რისკი ამ შემთხვევაში მინიმალურია, ისევე როგორც კლიენტის შანსი მიიღოს დაზღვევა.
როგორ იცავენ თავს მზღვეველები სადაზღვევო მაქინაციებისგან? არსებობს ძალიან დეტალური ანკეტა, რომლის შევსების დროს თუ რამე გამოტოვეთ ან გამოგრჩათ უმნიშვნელო დეტალიც კი, მართლა რომ რამე დაგემართოთ და ზარალის ანაზღაურება დაგჭირდეთ, ფულს დაემშვიდობეთ. თქვენს დაზღვევას ანულირებას გაუკეთებენ. რაც შეხება მაქინაციებს მზღვეველების მხრიდან, ეს თითქმის გამორიცხულია. პრეტენზიის შემთხვევაში, აპელაციის სისტემა სადაზღვევო კომპანიისადმი იმდენად სრულყოფილად არის შემუშავებული, რომ სასამართლოში მოხვედრის შანსი მინიმუმამდე დადის. არსებობს ყველაზე ცოტა სამი კომპეტენტური ინსტანცია, ომბუდსმენის ჩათვლით, რომლებიც შესაბამის ვადაში მოქალაქის პრეტენზიას განიხილავენ და აიძულებენ სადაზღვევო კომპანიებს კლიენტს კუთვნილი თანხა გადაუხადონ. დაზღვევის არქონის შემთხვევაშიც მოქალაქეს ბედის ანაბარა არ დატოვებენ. ბრიტანეთში არსებული ათობით ორგანიზაცია და იურიდიული სამსახურები მოწოდებულნი არიან  დაეხმარონ დაზარალებულს. ადვოკატები თავის თავზე იღებენ ყველა ფორმალობას, სამაგიეროდ იღებენ გასამრჯელოს - გარკვეულ  პროცენტებს დაზარალებულისთვის გადახდილი თანხიდან. ბევრი საადვოკატო ფირმა იძლევა იმის გარანტიასაც, რომ თუ კლიენტი კომპენსაციას ვერ მიიღებს, მას ადვოკატთან გადასახდელიც არაფერი ექნება. მსხვილი ავარიისა და კატასტროფების შემთხვევაში, სასამართლო აიძულებს დამნაშავე კომპანიას ყველა მოქალაქეს აუნაზღაუროს ზარალი მიუხედავად იმისა თუ რა ტიპის დაზღვევის პოლისი მფლობელები არიან ისინი. რიგ შემთხვევებში ზარალს სახელმწიფოს ანაზღაურებს. მაგალითად, ტერაქტების დროს.
10.12.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2023
CREATED BY
Neomedia