რატომ აცხადებს ფინეთის ხელისუფლება კომპენსაციაზე უარს?

ფინეთში კანონმდებლების მხრიდან  დაზღვევის სფეროს დარეგულირების მცდელობამ  მხოლოდ კითხვების რაოდენობა გაიზარდა და  ყველა შესაძლო კაზუსი გამოავლინა. ოჯახის ფინეთში ერთი წევრის დაკარგვის გამო კომპენსაციის ოდენობა საშუალო სტატისტიკურად  რამდენიმე ასეული ევროა.
ფინეთში პოტენციური თვითმკვლელების ნათესავები საკმაოდ მოსახერხებელ პირობებში არიან. მაგალითად, ადგილობრივი კანონის მიხედვით, თუ დაზღვევა თვითმკვლელობამდე ერთი წლით ადრე იყო გაფორმებული, ნათესავები ამ ამბიდან ძალიან დიდი კომპენსაციას იღებენ, რამაც საეჭვო თვითმკვლელობების რიცხვიც საკმოდ მოამრავლა ქვეყანაში.
„ზარალის“ ანაზღაურება სხვადასხვაგვარია რამდენიმე ასეული ევროდან დაწყებული მილიონობით ევროთი დამთავრებული. უცნაურია ის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც  ახლობლები სხვადასხვა ტიპის კატასტროფების დროს დაკარგეს, სახელმწიფოსგან კომპენსაციას არ იღებენ. მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მომხდარი ცუნამის დროს დაღუპული ფინელების ოჯახებმა ვერაფერი მიიღეს. სამაგიეროდ, თუ ადამიანმა შრომის უნარი  ჩხუბში ან ავტოკატასტროფის შედეგად დაკარგა ან უბრალოდ ქუჩაში მიმავალს თავში აგური დაეცა, ფინეთის სოციალური სამსახური მასზე სიცოცხლის ბოლომდე იზრუნებს.
იმის გამო, რომ მთელ რიგ შემთხვევაში, სახელმწიფოსგან კომპენსაციის მიღების იმედი არავის აქვს, ფინელები ცდილობენ კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაეზღვიონ. რომლებიც საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს თავის დროზე ასრულებენ. ამიტომ ყოველი ფინელი მზადაა წელიწადში რამდენიმე ათასი ევრო გადაიხადოს, და საჭირო დროს გაცილებით მეტი მიიღონ უკან.
10.12.2010
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia