ბარბარობა მშობელთა ხიდის ბავშვებისთვის

ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით,საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ინიციატივით, სადაზღვევო კომპანიებმა ორგანიზაცია "მშობელთა ხიდის" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.
აქციაში მონაწილეობდნენ "ალდაგი ბისიაი", "ჯიპიაი", "იმედი-L",“ პარტნიორი“ და „ვესტი“. ბარბარობას ბავშვები სტუმრებს მუსიკალური წარმოდგენით დახვდნენ. რის მერეც მათ საჩუქრები გადასცეს კომპანიებმა.
„ბარბარობის დღესასწაულის  ბავშვებთან აღნიშვნა პირველ რიგში სასიამოვნო იყო ჩვენთვის.თითოეული ადამიანის მოვალეობაა, დაეხმაროს მათ ვისაც ეს განსაკუთრებით  სჭირდება“ - განაცხადა საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა.
"იმედი ელ"-ის გენერალური დირექტორის მოადგილის ლაშა ნიკოლაძის განცხადებით, ამგვარი აქციის ჩატარება სადაზღვევო ასოციაციის ინიციატივა იყო, რომელსაც სადაზღვევო კომპანიებმა მხარი დაუჭირეს.
მისი განცხადებით, მათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადასცეს ყველა ის ნივთი, რაც მათ მოითხოვეს. საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე ტკბილეული და სხვა.
მისივე განცხადებით, დღესვე სპონტანურად წარმოიშვა იდეა სასტამბო ნაბეჭდების პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, როგორც აღმოჩნდა, ორგანიზაციის ბავშვებს სასტამბო პროდუქციის დამზადება შეუძლიათ, და კომპანიამ ეს შესაძლოა, შეისყიდოს.
ორგანიზაცია "მშობლეთა ხიდის" ხელმძღვანელის თეონა ყაჭეიშვილის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ოფისისთვის ქაღალდების, კონვერტების და სხვა პროდუქციის დამზადება შუეძლიათ და "იმედი -ელ"-ის შეთავაზება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ორგანიზაცია  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების, პროფესიონალების და ფსიქოლოგების ინიციატივით 1999 წელს შეიქმნა, რომლის მისია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციაა. „მშობელთა ხიდის“ დღის ცენტრში 35 ბავშვი და 34 ზრდასრული იღებს მზრუნველობას, უმრავლესობა  სოციალურად დაუცველი და უმწეოა. ისინი არტ-თერაპიისა და შრომითი თერაპიის კურსის ფარგლებში ხატავენ, ძერწავენ,  მუშაობენ თექაზე, დროდადრო აწყობენ ღონისძიებებს და თავისი ნამუშევრების  გამოფენებს.

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia