სადაზღვევო გზამკვლევი 236 ადამიანს დაეხმარა

როგორც ‘“სადაზღვევო გზამკვლევში“ შესული ზარებიდან ირკვევა, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევის პირობები აინტერესებს. „სადაზღვევო გზამკვლევის“ ცხელ ხაზზე (555-155) ასევე ხშირად რეკავენ იმის გასარკვევად, ხდება თუ არა საქართველოში 60 წელს გადაცილებული ადამიანების დაზღვევა, რომელ კომპანიაში და რა პირობებით. საზოგადოების ინტერესის სფეროშია ასევე სამოგზაურო დაზღვევის შესახებ ინფორმაციაც. დღეისთვის „სადაზღვევო გზამკვლევი“ 236 ადამიანს დაეხმარა და ყოველდღიურად აგრძელებს თავის საქმიანობას. გთავაზობთ „სადაზღვევო გზამკვლევში“ ყველაზე ხშირად შემოსულ კითხვებს და მათზე პასუხებსაც. 

რომელი  სადაზღვევო კომპანიები აზღვევენ  60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს?

სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი“, „ალდაგი ბისიაი“, „იმედი ელ“ 

რომელ სადაზღვევო კომპანიაში ვიყიდით სამოგზაურო  დაზღვევას?

თუ პირი დაზღვეულია და მის პოლისში აღნიშნულია სამოგზაურო დაზღვევა, აიღებს ავტომატურად, თუ აღნიშნული არაა, თავისივე კომპანიაში მიიღებს თანხის დამატებით. თუ პიროვნება არ არის დაზღვეული, საგამოგზაურო დაზღვევა შეუძლია შეიძინოს  სადაზღვევო კომპანია „იმედი-ელ“-ში და „პარტნიორში“ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

სად შეიძლება შევიძინოთ კორპორატიული-საოჯახო დაზღვევა?

კორპორატიული საოჯახო დაზღვევა ხორციელდება მზღვეველსა და იმ კომპანიას შორის, სადაც თქვენ მუშაობთ. ხოლო თუ როგორ ხდება საოჯახო დაზღვევის მიღება ოჯახის წევრებისთვის ამას განსაზღვრავს ხელშეკრულების პირობები.

სიცოცხლის დაზღვევა ცალკე არსებობს თუ კორპორატიულ ან ინდივიდუალური დაზღვევის შემადგენლობაში შედის?

სიცოცხლის დაზღვევის პუნქტი დაზღვეულმა კომპანიამ შეიძლება ჩადოს  კორპორატიული დაზღვევის ხელშეკრულებაში განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის პაკეტები არ მოიცავს სიცოცხლის დაზღვევას.

რა არის დავის მიზეზი დაზღვეულსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის სამედიცინო მომსახურებისა და დაფინანსების საკითხში?

სადაზღვევო და სამედიცინო ტერმინოლოგიის არცოდნა, სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ჩამონათვალი და გამონაკლისები, სამედიცინო ცენტრებთან და პროვაიდერ კლინიკებთან ურთიერთობის წესები, ცხელ ხაზზე შეტყობინების და გადახდილი ქვითრების წარდგენის ვადები. ნებისმიერი ზემოთაღნიშნული პირობის დარღვევა ხშირა შემთხვევაში ხდება დავის საგანი, მომსახურებისა და დაფინანსების თვალსაზრისით.

ვის უნდა მივმართოთ პედაგოგის დაზღვევის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით?

პედაგოგის დაზღვევის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართოთ.

ინდივიდუალურ საოჯახო დაზღვევას რომელ სადაზღვევო კომპანიაში შევიძენთ?

სადაზღვევო კომპანია „იმედი-ელ“-ში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ  „სადაზღვვეო გზამკვლევის“ ცხელ ხაზზე: 555-155

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის „სადაზღვევო გზამკვლევი“ მომხმარებელს კონსულტაციას ყველა სახის დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე 2010 წლის აგვისტოდან უწევს. ამ პერიოდიდან მოყოლებული სისტემატურად ატარებს მოსახლეობის გამოკითხვას და საზოგადოებას ეხმარება ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული დავების მოგვარებაში.

27.01.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia