ალდაგი ბისიაი სოფლის მეურნეობის კულტურებს აზღვევს

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი აგროდაზღვევის სფეროში ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს.  2011 წლის 1 კვარტალში ალდაგი ბისიაი მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების დაზღვევის ისეთ პროდუქტებს შესთავაზებს, როგორიცაა შინაური ცხოველების, სათბურების, სიმინიდის და სხვა კულტურების დაზღვევა. 
როგორც ალდაგი ბისიაის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ დღეს „თბილისი მერიოტში„ გამართულ პრესკონფერენციაზე აგროდაზღვევის სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე საუბრისას განაცხადა,  კომპანიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულებები მსოფლიოში ცნობილ გადამზღვევ კომპანიებთან, რომლებიც აგროდაზღვევის სფეროში წარმოქმნილი რისკის გადაზღვევას გააკეთებენ. 
„მიუხედავად იმისა, რომ ეს სეგმენტი საკმაოდ რისკიანია, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ ბაზარზე შესასვლელად ინვესტიცია განვახორციელოთ. ამ მიზნით, ჩვენ  მოწვეული გვყავდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლები, რომლებიც უკრაინაში სოფლის მეურნეობის კუთხით სადაზღვევო ინდუსტრიას ტექნიკურ დახმარებას უწევდნენ.
საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან და შედეგად ნოემბერის თვიდან რამოდენიმე ფერმერთან უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათ ხორბლის მოსავალი დავუზღვიევთ.
უკვე ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სხვა კულტურების დაზღვევაზე, როგორიცაა სიმინიდის, ბოსტნეულის, ასევევ შინაური ცხოველების დაზღვევაზე,  რომელსაც ახლო მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. 
მიმაჩნია, რომ როგორც ქვეყნისთვის, ისე სადაზღვევო სექტორისთვის განვითარების შემდეგი ეტაპი სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული ინვესტიციებია და ამ სექტორის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის საბანკო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ვფიქრობ, რომ სწორედ დაზღვევა შეუწყობს ამ ყველაფერს ხელს და მისცემს ბანკებს საშაულებას უფრო თამამად დააკრედიტონ ეს სექტორი, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გაზრდის სოფლის მეურნეობის წილს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში" - განაცხადა სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიას გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი პირველი კომპანიაა, რომელმაც  2010 წელს პირველი აგროდაზღვევის პოლისი გასცა. კომპანია აქტიურად  მუშაობს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების დაზღვევაზე.
ალდაგი ბისიაიმ აგროდაზღვევის პირველი პოლისი ნოემბრის თვეში გასცა და ამ პერიოდში რამოდენიმე ფერმერმა ხორბლის მოსავალი დააზღვია.
სხვა კონკურენტებთან შედარებით ალდაგი ბისიაის სადაზღვევო პროდუქტის მრავალ ისეთ რისკს ფარავს, რომელიც შეიძლება ფერმერს სხვადასხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს დაუდგეს.
აღნიშნული პროდუქტით შესაძლებელია ხორბლის მოსავლის დაზღვევა  შემდეგი რისკებისაგან: გვალვა, მოყინვა, მიწისგაუწყლოვანება, სეტყვა, ხანძარი, ძლიერი ქარი, მტვრის ქარბუქი, კორიანტელი, ქარბორბალა, კოკისპირული წვიმა,  ზვავი,  და სხვა.
გარდა ამისა, აგროდაზღვევის პოლისის მფლობელს  შესაძლებობა ეძლევა მიიღოს კვალიფიციური კადრის კონსულტაცია მისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით.

 

07.02.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia