პირველ პაციენტებს საავადმყოფოები 2011 წელს მიიღებენ

ოთხი წლის განმავლობაში ”ჯიპიაი ჰოლდინგის” მიერ პროგრამიდან მიღებული შემოსავლიდან (77 117 654 ლ) მოგებამ შეადგინა 5 545 033 ლ. შესაბამისად, მოგების მარჟამ - 7%.
გიორგი კვირიკაძე, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: ”მიღებული მოგება მთლიანად მოხმარდება 10 საავადმყოფოს მშენებლობის პროექტს, თუმცა ცხადია ეს თახა არ არის საკმარისი და დამატებით უნდა მოვიზიდოთ მინიმუმ 20მლნ ლარი.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2010 წელს სადაზღვევო პრემია, ანუ დაზღვევის საფასური სოციალურ პროგრამაში შემცირდა 27%-ით და შესაბამისად 2011, 2012 წლებში მისაღები შემოსავალიც მნიშვნელვნად მცირდება. ამის მიუხედავად, ჩვენ ავიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობა - ჩავერთეთ ჰოსპიტალური განვითარების პროექტში. მშენებლობა უკვე დაწყებულია - პირველ პაციენტებს საავადმყოფოები 2011 წლის ბოლოს მიიღებენ. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ტენდერის პირობებით პროგრამიდან მიღებული შემოსავალი ითვალისწინებს საავადმყოფოების მშენებლობის პროექტს - ეს ვალდებულება ჩვენ სწორედ ამ პირობების თანახმად ავიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევის საფასურის შემცირების ხარჯზე ჩვენს მიერ მისაღები შემოსავალიც მცირდება, ჩვენ დამატებით უნდა მოზიდიოთ 20 მლნ ლარი, რათა ჰოსპიტალური პროექტი დავასრულოთ დათქმულ ვადებში.”
პირველი ორი წელი ჩვენმა კომპანიამ უარყოფითი შედეგით დაამთავრა, თუმცა ჩვენ მზად ვიყავით ამგვარი რეზულტატისთვის. ეს პროექტი არ იყო მხოლოდ ბიზნეს პროექტი და ვიცოდით, რომ მოკლევადიან პრესპექტივაში შესაძლოა წაგებაზეც ყოფილიყო საუბარი. მომავალ წლებში (2009 და 2010 წ.წ.) ფინანსური რეზულტატი უფრო მომგებიანი აღმოჩნდა - დაგროვილი გამოცდილება, სტატისტიკის ანალიზმა, უკეთ ადმინისტრირებამ, სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის დალაგების ხარჯზე მოვახერხეთ ხარჯების დაბალანსება და ამან გარკვეული მოგებაც მოიტანა.”
ფართომასშტაბიანი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის და საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის საქართველოში 2007 წლიდან მიმდინარეობს. ”ჯიპიაი ჰოლდინგი” აქტიურად მონაწილოებს პროექტში, ”ჯიპიაი”-ს პოლისით უკვე მეხუთე წელია 150,000-მდე მეტი ადამიანი სარგებლობს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სადაზღვევო ტარიფის დაკორექტირება გასული წლის გაწეული საქმიანობისა და შედეგბის მიხედვით ყოველწლიურად ხდებოდა. ბოლოჯერ სადაზღვევო ტარიფის გადახედვა 2010 წელს - 27%-ით დაიწია ტარიფმა და წელიწადში 132 ლარი გახდა. ხოლო პირობებს დაემატა მნიშვნელოვანი პუნქტი, კერძოდ: ამბულატორიული მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ანაზღაურება 50 ლარის ფარგლებში.
07.02.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia