საქართველოს ბაზრით AXA Group დაინტერესდა

საქართველოს ბაზრით უმსხვილესი ტრანსნაციონალური სადაზღვევო კომპანია AXA Group დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაფასებლად იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი ხვდებიან დაზღვევის ბაზრის ზედამხედველი ორგანოს - საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
AXA Group დაზღვევის და აქტივების მართვის სფეროებში მსოფლიო ლიდერია. მის ჯგუფში დასაქმებული 216 ათასი დაქირავებული თანამშრომელი მსოფლიოს 57 ქვეყანაში 96 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.
სადაზღვევო ბაზრის სპეციალიზებული სარეიტინგო სააგენტოს AM Best -ის მონაცემებით, 2009 წელს AXA Group შეფასდა მსოფლიოს #1 სადაზღვევო კომპანიად მოზიდული ნეტო-პრემიის მიხედვით.
2010 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, AXA Group -ის შემოსავლებმა 50 მილიარდ ევროს მიაღწია, წმინდა მოგებამ კი 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა. ამავე პერიოდისთვის მის მართვაშია 1,1 ტრილიონი ევროს მოცულობის აქტივები.

09.02.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia