ქართულ სადაზღვევო ბაზარს ახალი კომპანია შეემატა

ქართულ სადაზღვევო ბაზარს ახალი მოთამაშე შეემატა. კომპანია “უნისონმა” არა-სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია ეროვნული ბანკისგან თებერვლის დასაწყისში მიიღო.
“უნისონის” გენერალური დირექტორი რადიო „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ კომპანიის გააქტიურებასა და სადაზღვევო პროდუქტებზე მუშაობა ამ ეტაპზე მიდის, ამიტომ დეტალების გახმაურებისაგან თავს იკავებს.
მიხეილ კაკულიას თქმით, არსებულ კომპანიებთან ჯანსაღ კონკურენციას გეგმავენ. იგი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ “უნისონი” სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიასაც აიღებს.

22.02.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia