მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციასა და შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია საუნივერსიტეტო პროცესების ეფექტიანობის ამაღლება და სტუდენტთა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბება; სასწავლო პროცესის ფოკუსირება პრაქტიკის მოთხოვნებზე და საჭიროებებზე, სტუდენტთა თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და სადაზღვევო ბიზნესში კარიერის დაგეგმვისა და განვითარების შესაძლებლობების გაფართოება.
სადაზღვევო ასოციაციისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაა, მათ შორის: ასოციაციისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით სალექციო ციკლების ორგანიზება როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ასევე უფროსკლასელთათვის, მედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის. ასევე სამეცნიერო და კვლევითი პროექტების შემუშავება და ერთობლივად განხორციელება, მათ შორის შზსუ აკადემიური პერსონალისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მაღალი კურსის სტუდენტთა მონაწილეობით კონფერენციების, სემინარების, მრგვალი მაგიდების და დაზღვევასთან თემატურად დაკავშირებული სხვა საგანმანათლებლო, პროფესიული და საჯარო ღონისძიებების ორგანიზება.
თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს, სადაზღვევო კომპანიების მენეჯერებთან და პერსონალთან არაფორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, რაც დაეხმარება სტუდენტებს მათი პროფესიული კავშირურთიერთობების დამყარებასა და კარიერის დაგეგმვაში. ასევე სტუდენტთა დროებითი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა და ვაკანსიების შემთხვევაში წარმატებული კურსდამთავრებულთა შეძლებისდაგვარად დასაქმება.

21.03.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia