ფრანგული კომპანია ქართული ბაზრით დაინტერესდა

ქართულ ბაზარზე, შესაძლოა, ფრანგული სადაზღვეო კომპანია შემოვიდეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საფრანგეთში სტუმრობისას, სადაზღვეო კომპანია "COFACE"-ში იმყოფებოდა, სადაც კომპანიის ხელმძღვანელობას პირადად შეხვდა. "COFACE"-ის მენეჯმენტმა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ათვისების სურვილი ღიად დააფიქსირა. ფრანგული კომპანია "COFACE" სადაზღვეო ბაზარზე 1946 წელს შევიდა. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, "COFACE"-მ 2010 წელს რუსეთის სადაზღვეო ბაზრის ოპერირებისთვის საჭირო ლიცენზიაც მიიღო.
2009 წლის მონაცემებით, კომპანიის კაპიტალი 225 მლნ. ევროდაა შეფასებული, მისი ჭარბი გადახდისუუნარობის ზღვარი 575 მლნ. ევროს შეადგენს. 2008 წლის ფინანური კრიზისის მიუხედავად, 2009 წელს კომპანიის შემოსავლები 14 %-ით გაიზარდა.
2009 წელს "COFACE" შევიდა ასევე ვიეტნამსა და გაბონში. "COFACE" ოპერირებს ეგვიპტეშიც.

23.03.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia