მზღვეველები უსქესო კლიენტების წინააღმდეგ

2012 წლის დეკემბრიდან ევროპული სადაზღვევო კომპანიები სადაზღვევო პოლისის ფასის დათვლისას კლიენტის სქესს მხედველობაში ვეღარ მიიღებენ- დაადგინა ევროპის სასამართლომ. 
არსებული სისტემა "მამაკაცებსა და ქალებს შორის დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს და არასამართლებრივად უნდა იცნოს” აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. (ბლუმბერგის ციტატა).
ევროკავშირმა  კანონი სქესის მიმართ თანაბარ მოქცევაზე  2004 წელს მიიღო.თუმცა მზღვეველებმა პრემიის მოცულობის დათვლის დროს სქესის გათვალისწინების შესაძლებლობა შეინარჩუნეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სქესი რისკის შეფასების დროს განმსაზვრელი ფაქტორი იქნებოდა. ახალი წესი ძალაში 2012 წლის 21 დეკემბერს შევა. ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
როგორც სადაზღვევო სფეროს ექსპერტები აცხადებენ, ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად ავტოდაზღვევის და საპენსიო პროდუქტებს შეეხება.
ახალგაზრდა ქალებისთვის მანქანის დაზღვევა შეიძლება  25-50 პროცენტით გაძვირდეს- აცხადებენ ბრიტანელი მზღვეველები. ახლა ქალებისთვის ტარიფები დაბალია, რადგანაც სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდა ქალბატონები ავტო-საგზაო შემთხვევებში ნაკლებად ჰყვებიან.
რაც შეეხება საპენსიო პროდუქტებს, ქალებს პირიქით ნაკლების გადახდა მოუწევთ, რადგანაც ისინი  მამაკაცებთან შედარებით საშუალოდ სამი წლით უფრო მეტს ცოცხლობენ. როიტერის ანალიტიკოსების აზრით, ახალი კანონებით, ქალბატონების ხარჯი დაზღვევაზე მთლიანობაში 10 პროცენტით გაიზრდება. 
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ახალი წესების შემოსვლის მერე, მზღვეველები მამაკაცისა და ქალებისთვის სადაზღვევო პოლისის დათვლისას, სტატისტიკას ვეღარ დაეყრდნობიან.
"სასამართლოს გადაწყვეტილება იგნორირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ სქესის გათვალისწინება იქ სადაც ეს რისკებისთვის მნიშვნელოვანია, ქალებს და მამაკაცებს აძლევს დაზღვევის თანხის ზუსტად გადახდის საშუალებას" - ამტკიცებს მერი კრეიგი, ბრიტანელი მზღვეველების ასოციაციის გენერალური დირექტორი.
"სასამართლოს გადაწყვეტილება მიმართულია სწორედ იმ სეგმენტის ინტერესების წინააღმდეგ, რომლებსაც ის წესით უნდა იცავდეს, და მზღვეველებს ხელ-ფეხს უკრავს კანონიერი რანჟირების ინსტრუმენტი გამოიყენონ” - აცხადებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო ჯგუფის RSA-ს გენერალური დირექტორი ანდრიან ბრაუნი. 

04.04.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia