ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტი ალდაგი ბისიაისგან

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი თებერვლის თვეში მოსახლეობისთვის მიცემულ პირობას ასრულებს და ბაზარზე  ჯანმრთელობის დაზღვევის ხელმისაწვდომი პროდუქტი გამოაქვს. 5 აპრილს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტზე და სამომავლო გეგმებზე ალდაგი ბისიაის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ისაუბრა. 
2011 წლის განმავლობაში ალდაგი ბისიაი რამდენიმე უნიკალური სადაზღვევო პროდუქტის გამოშვებას გეგმავს, რომელზეც კომპანიაში აქტიურად მუშაობენ.
აქამდე მოსახლეობას არ ჰქონდა საშუალება დაზღვევა ეყიდა მაშინ, როცა ის სჭირდებოდა. პირველად საქართველოში ალდაგი ბისიაიმ შექმნა პროდუქტი, რომლის შეძენაც შესაძლებელია სამედიცინო მომსახურების მიღებამდე 5 წუთით ადრე.
მომხმარებელს, ასაკის შეუზღუდავად, საშუალება აქვს შეიძინოს ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი 99 ლარად, თანხის გადახდისთანავე დაზღვეულს შეუძლია მიიღოს 50 ლარის სამედიცინო მომსახურება 100%–იანი თანადაფინასებით, პოლისის მფლობელი მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებს 50%–იანი თანადაფინანსებით ამბულატორიული სერვისებზე,  100%–იანი თანადაფინანსებით გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურებაზე და კიდევ სხვა მრავალი ბენეფიტით.
– „ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამხდარიყო დაზღვევა ხელმისაწვდომი და სასურველი მოსახლეობისთვის, რადგან დაზღვეულთა რაოდენობის ზრდა ავტომატურად ქვეყანაში სოციალური ფონის გაუმჯობესებას ნიშნავს.
აღნიშნულ პროდუქტზე მუშაობისას გავითვალისწინეთ ის, რომ ადამიანს ხშირად უჭირს საკუთარი რისკი შეაფასოს წინასწარ და მით უფრო გადაიხადოს თანხა ამ რისკის მინიმიზაციაში, ჩვენ ერთგვარად შევცვალეთ სადაზღვევო პროდუქტის კონცეფცია და მომხმარებელს მივეცით საშუალება ზუსტად მაშინ იყიდოს დაზღვევა, როცა მას ეს სჭირდება.
მჯერა, რომ ეს ერთგვარი რევოლუციური ნაბიჯი შედეგს გამოიღებს და ქვეყანაში დაზღვეულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.  ეს არის პირველი პროდუქტი ასეთი დიზაინის, მაგრამ ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს იმავე პრინციპზე აგებული სადაზღვევო პროდუქტების სერია, რომლებსაც ძალიან მალე გამოვუშვებთ ბაზარზე“– განაცხადა ალდაგი ბისიაის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ. 
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის შეძენა შესაძლებელია კომპანიის სადაზღვევო წარმომადგენლებთან, ჩემი ოჯახის კლინიკის ფილიალებში და  ასევე ალდაგი ბისიაის ოფისებში.

05.04.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia