გინდათ სადაზღვევო საქმის სწავლა?

ბოლო პერიოდში  აქტუალური გახდა სადაზღვევო სფეროს პრობლემებზე საუბარი. მათ შორის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს - კვალიფიციური კადრების ნაკლებობას - ამ სფეროს ექსპერტები იმით ხსნიან, რომ საქართველოში სადაზღვევო საქმის სწავლებას დიდი ყურადღება არ ეთმობა.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვან  ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრის IPECC-ს დაარსება.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის მხარდაჭერით, ცენტრი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ ტრენინგ-კურსების გავლას, სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლებს თუ დაზღვევით დაინტერესებულ სხვა პირებს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას. 

ცენტრში შეგიძლიათ გაიაროთ კურსი შემდეგი მიმართულებით:

  • დაზღვევის საბაზისო კურსი
  • ზარალების მართვის კურსი
  • ანდერაიტინგის კურსი
ცენტრი სადაზღვევო კომპანიებთან მჭიდრო ურთიერთობის გამო, ტრენინგში მონაწილეებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საუკეთესო სინთეზს სთავაზობს.

ტრენინგ-კურსის დამთავრების შემდეგ ცენტრი  შესაბამისი გამოცდის საფუძველზე გასცემს თქვენი ცოდნის დამადასტურებელ სერთიფიკატს.

IPECC -ის საქმიანობის ძირითადი ფუნქცია სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბება: სასწავლო მასალების შექმნა- გავრცელება, შესაბამისი ტრენინგ-კურსების ორგანიზება, სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებით კონსალტინგური ომსახურების გაწევააა.

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:
მის: მოსაშვილის 24.
ტელ: 893 624 624
საკონტაქტო პირი: ნათია გოგია
ელ-ფოსტა: natia.gia@caucasus.net

14.04.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia