მედიქ ქარდი ბეიბი - სიახლე ალდაგი ბისიაისგან

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი კვლავ აგრძელებს ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტების გამოშვებას. 4 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტზე ალდაგი ბისიაის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ისაუბრა. 2011 წლის დასაწყისიდან კომპანია უკვე რიგით მეორე უნიკალურ სადაზღვევო პროდუქტს უშვებს და ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ განაგრძობს. პირველად სადაზღვევო ბაზარზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მშობიარობა დააზღვიოს ორსულობის პერიოდში, (6–თვემდე) ხოლო სადაზღვევო პრემია გადაიხადოს ეტაპობრივად, თვეში ერთხელ. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი თანამშრომლობს თითქმის ყველა  სამშობიარო სახლთან, რის შედეგადაც მომხმარებელს საშუალება მიეცემა სურვილისამებრ აირჩიოს მისთვის სასურველი სამშობიარო სახლი, სადაც მიიღებენ მაღალი ხარისხის სამეანო–სამშობიარო მომსახურებას.  - „2011 წლის დასაწყისიდან ჩვენმა კომპანიამ უკვე რიგით მეორე ინოვაციური სადაზღვევო პროდუქტი შესთავაზა მოსახლეობას, სერიიდან „დაეზღვიე როცა გჭირდება“, რომელიც თავისი შინაარსით ინოვაციურია და ფასით ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის. ახალ პროდუქტზე, ისევე როგორც მედიქ ქარდზე მუშაობისას, ჩვენ სწორედ ყველაზე მთავარი მოთხოვნა გავითვალისწინეთ, რომელიც აქვს მოსახლეობას პროდუქტის მიმართ. ჩვენი ახალი ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი, მედიქ ქარდ ბეიბი, საშუალებას მისცემს მომხმარებელს ყოველთვიურად გადაიხადოს სადაზღვევო პრემია, რაც გაცილებით უფრო შეუმსუბუქებს ოჯახებს მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯების თავიდან აცილებას. საქართველოს ბაზარზე, დღემდე არსებულ ყველა სადაზღვევო პროდუქტში მშობიარობის დაფინანსება უკვე ორსულობის პერიოდში შეუძლებელი იყო. ამჯერად ნებისმიერ მსურველს შეუძლია ყოველთვიური შენატანით უზრუნველყოს გარკვეული პერიოდის მერე დამდგარი ხარჯი. დამატებით მომხმარებელს შესაძლებლობას ვაძლევთ თავად აირჩიოს ის კლინიკა, რომელშიც სურს მომსახურების მიღება. “ – განაცხადა ალდაგი ბისიაის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის შეძენა შესაძლებელია სადაზღვევო აგენტებთან, ჩემი ოჯახის კლინიკის ფილიალებში და  ასევე ალდაგი ბისიაის ოფისებში.
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი თანამშრომლობს 300–მდე სამედიცინო დაწესებულებასთან მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიას 2006 წლიდან საკუთარი ამბულატორიული კლინიკების ქსელი აქვს. ალდაგი ბისიაი მონაწილეობას იღებს ჰოსპიტალური ქსელის განვითარების პროექტში.
პროექტის თანახმად კომპანია იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებში საკუთარ ჰოსპიტალებს აშენებს.
04.05.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia