სახელმწიფოს ჩარევა აგრარული სფეროს განვითარებაში

„ჯიპიაი ჰოლდინგის“  რისკების მართვის დირექტორი ირაკლი დვალი

საქართველო, ყველას მოგვეხსენება, აგრარული ქვეყანაა და ამ სექტორზე ბევრი ადამიანის კეთილდღეობაა დამოკიდებული. ამის მიუხედავად, აგროდაზღვევის მასშტაბები მაინც მოკრძალებულია. რა უშლის ხელს დაზღვევის ამ სეგმენტის უფრო მეტად განვითარებას?

ჩვენი კომპანია დაარსდა 2001 წელს და ამ პერიოდიდანვე მუშაობს ამ სეგმენტზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეგმენტის მოცულობა არის უმნიშვნელო, გარკვეული გამოცდილება მაინც არსებობს. ამ სეგმენტის დაზღვევის ნაკლებ პოპულარობას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს. ცნობილია რომ ბანკები თავს იკავებენ და ერიდებიან აგრო სექტორის დაფინანსებას.  აუცილებელია ასევე თეორიული და სტატისტიკური ცოდნის და მონაცემების დაგროვება, რომელზეც დაყრდნობით სადაზღვევო კომპანიები შესძლებენ ქმედითი პროდუქტების შეთავაზებას. დღესდღეობით სტატისტიკური მონაცემი ძალიან მწირია, რაც ართულებს დაზღვევის კუთხით გადაწყვერტილებების მიღებას ახალ-ახალი პროდუქტების კუთხით.  არ არის მეტეო  პირობების შემსწავლელი ბაზა, რომელიც გამოითვლის, შექმნის საინფორმაციო ბაზას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც სადაზღვევო კომპანიის მიერ ამ სეგმენტის დაზღვევა ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს.
მეორე პრობლემა აგრარული სფეროს წარმომადგენლების ინფორმირებაა. ასევე მათი ფინანსური მდგომარეობა. ვისაც დაზღვევასთან შეხება არ ჰქონია, ყოველთვის უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა და გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის რომ მერე დაცული იყოს.

როცა აგროდაზღვევაზეა საუბარი, ყოველთვის დღის წესრიგში დგება ამ პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობის საკითხი. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რა ფორმა იქნება ყველაზე ოპტიმალური, რითაც სახელმწიფო შეიძლება ამ პროცესში ჩაერთოს?


უდავოა ის ფაქტი, რომ სახელმწიფო, ბოლო პერიოდში, აქტიურად ზრუნავს ამ სფეროს განვითარებაზე. ჩართულობა გამოიხატება  სწორედ იმ პროგრამებში, რომლებიც ბოლო დროს განხორციელდა, კერძოდ,  სიმინდის და ხორბლის თესლის შემოტანა და მათი  მოსახლეობისთვის შეღავათიან ფასად მიყიდვა. პროექტი ითვალისწინებდა, რომ ფერმერს მიღებული პროდუქტისთვის  საფასური შეეძლო მოსავლის აღების შემდეგ გადაეხადა, უბრალოდ ან ბანკიდან ან სადაზღვევო კომპანიებიდან საგარანტიო წერილი უნდა მიეტანა. ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებისგან უფრო მარტივი აღმოჩნდა ამ გარანტიის მიღება. ასე რომ, ამ მიმართულებით გავაქტიურდით. სადაზღვევო კომპანიებმა დავიწყეთ ე.წ. დამატებითი პროდუქტის - საგარანტიო წერილების გაცემა. რაც, მე ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯია სადაზღვევო კომპანიებისა და ფერმერების დაახლოებაში. მათ უკვე იციან რა პროცედურებია გასავლელი, სად უნდა მივიდნენ, რა გააკეთონ და ა.შ.

სოფლის მეურნეობა საკმაოდ მაღალრისკიანი ბიზნესია. რამდენად უღირთ საერთოდ საადაზღვევო კომპანიებს ამ სექტორში საკუთარი პროდუქტების დანერგვა, მით უფრო აგრარულ სექტორში არსებული პრობლემების გათვალისწინებით?

 
საერთაშორისო სტატისტიკა და მაგალითები მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს აგრარული სფეროს დაზღვევის განვითარებაში. ასევე შესაძლებელია სუბსიდიებით ძალიან ეფექტურად გაიზარდოს ხალხში დაზღვევის ინტერესი და უბიძგოს მათ ისარგებლონ ამ ტიპის დაზღვევით.
როგორც წესი, ევროპის თუ სხვა ქვეყნებში, თავდაპირველად როცა ეს პროდუქტები ვითარდებოდა, სახელმწიფო დიდწილად ერეოდა. თუმცა ამ სეგმენტის განვითარებასთან ერთად, მისი წილი მცირდებოდა. ანუ როცა ფერმერი მიეჩვეოდა  დაზღვევას, როცა  დაზღვევით მიღწეული სტაბილურობის გამო, დამატებითი ფინანსები უჩნდებოდა.

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia