საქველმოქმედო გალა კონცერტი ათენში

ჯიპიაი ჰოლდინგის თანადაფინანსებით და ფონდ „იავნანას“ ორგანიზებით 22 მაისს, ათენში საქველმოქმედო კონცერტი მოეწყო. კონცერტი ათენის ყველაზე პრესტიჟული დარბაზის „მეღარო მუსიკის“ სცენაზე გაიმართა.
საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის , ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისში, მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობა  2010 წელს დაიწყო. ამ პროექტის მხარდასაჭერად შეიქმნა ფონდი „ივერიისა“, რადგან ტაძარი მთლიანად ხალხის მიერ შემოწირული თანხებით შენდება. საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმაც გამოთქვეს სურვილი, ტაძრის მშენებლობაში მიეღოთ მონაწილეობა. სწორედ ამიტომ გაიმართა გალა-კონცერტი ათენში.
გალა კონცერტში მონაწილეობა ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა ვარსკვლავებმა მიიღეს. აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ პაატა ბურჭულაძე, ბერძენი სოპრანო ელენა კელესიდი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს ეროვნულ სიმფონიური ორკესტრი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. კონცერტზე გამოვიდა მომღერალი ნანი ბრეგვაძე,  თამარ გვერწითელი, ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე და სხვანი.
საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მახათას მთაზე ივერიის ყველაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას მოხმარდება.

15.06.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia