ალდაგი ბისიაი -სოციალური პროექტი მესტიაში


სოციალურმა პროექტმა „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს", 27 ივნისს მესტიის ბავშვთა სახლს უმასპინძლა, პროექტის ფარგლებში კომპანია სვანეთის ბავშვთა სახლის 25 აღსაზრდელს გაულამაზა ერთი დღე. ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მესტიაში ჩაერთვნენ სათავგადასავლო, სპორტულ-ინტელექტუალურ თამაშში.
თამაშის ფარგლებში მათ აღმოაჩინეს დამარხულ განძი. ბავშვების გართობაზე ასევე იზრუნეს მულტიპულტის გმირებმა და ჯამბაზებმა. ალდაგი ბისიაიმ ბავშვებს მათთვის სასურველი საბავშვო გასართობი ინვენტაი და სხვა საჩუქრები გადასცა.
ალდაგი ბისიაი სვანეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების თხოვნით ცეკვის გაკვეთილებს დაუფინანსებს.
სოციალური პროექტი „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს" ტარდება ალდაგი ბისიაის ორგანიზებით. ის მიზნათ ისახავს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ერთდღიან დღესასწაულების მოწყობას მთელი საქართველოს მასშტაბით.
27.06.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia