მობიუსმა არსებობა შეწყვიტა

ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას ერთ-ერთი მოთამაშე გამოაკლდა. სადაზღვევო კომპანია “მობიუსმა” ეროვნულ ბანკს თავად მიმართა თხოვნით, რომ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეუჩერდეს. კანონის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა კომპანია ლიკვიდაციის რეჟიმში გადაიყვანა. რა გახდა, სადაზღვევო საქმიანობაზე უარის თქმის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ინფორმაციისთვის: „მობიუსმა“ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე საქმიანობა 2009 წლის ნოემბრიდან დაიწყო. კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მოკლე პერიოდში მნიშვნელოვან მაჩვენებლებს მიაღწიეს. 2010 წლის შედეგებით „მობიუსმა“ 2 მილიონ 902 ათასი ლარის პრემია მოიზიდა და 525 ათასი ლარის ზარალი აანაზღაურა.

11.07.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia