ტურისტული პაკეტი ონლაინ რეჟიმში

სადაზღვევო ბაზრის ლიდერი “იმედი ელი” საკუთარი ტურისტული პაკეტების გაყიდვების ახალ სერვისს იწყებს. პროდუქტი, რომელიც ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობისას, დაზღვევას ითვალისწინებს, “იმედი ელის” წარმომადგენელთა განმარტებით, უკვე მოთხოვნადია.
აქამდე მისი შეძენა კომპანიის გაყიდვების ცენტრებში იყო შესაძლებელი. ამჟამად კი მოლაპარაკება ტურისტულ კომპანიებთან მიმდინარეობს, რათა გაყიდვა მათი საშუალებითაც მოხდეს.
პარალელურად მისი ონლაინ-რეჟიმში გაყიდვის სისტემის ამოქმედება იგეგმება.
რამდენიმე თვის წინ, როდესაც პროდუქტი ბაზარზე გამოჩნდა, “იმედი ელის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იმის მიუხედავად, რომ ტურისტებს საკუთარ ქვეყნებში აღებული დაზღვევა გააჩნიათ, საქართველოში მათი ადმინისტრირება რთულია.
მათი პროდუქტი კი საშუალებას აძლევთ, შეიძინონ ადგილობრივი დაზღვევა და მიიღონ სამედიცინო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით.

19.07.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia