"All About Insurance" მეოთხე ნომერი

უკვე მეოთხე ჯერია მოგმართავთ ჩვენს ერთგულ მკითხველს და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს.

უკვე მეოთხედ ავკრიფეთ ყველა სტატია, დავამუშავეთ დიზაინი, გადავიკითხეთ სიზუსტითვის, დავაკაბადონეთ და გამოვეცით ჩვენს ინტერნეტ სივრცეში. ჟურნალიც თითქოს მზად არის, მაგრამ იმისთვის რომ ის საბოლოო  გამზადდეს, მას ერთი რამ აკლია - მკითხველის მიერ მისი „დაგემოვნება“.

იმედს ვიტოვებთ, რომ ნამუშევარი ისევ გემრიელი გამოგვივიდა და რეცეპტის შეცვლა არ დაგვჭირდება..  

თუმცა აქვე ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ჯერზე ჩვენი „რეცეპტი“ ცოტა შეკვევცილია.. არ ვიცით, ეს რას დავაბრალოთ, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, შემოდგომის სიოს, თუ მეოთხე ნომერს (არადა რიცხვი „4“ აქამდე საკრალურ რიცხვად არ ითვლებოდა), მარამ ასე გამოვიდა, რომ ჩვენი ჟურნალი ამ ნომერში ცოტათი შეთხელებულია.

გულს ნუ გაიტეხთ. მათ, ვისაც დაზღვევაში მიმდინარე სიახლეებზე უტყუარი და სრული ინფორმაციის მიღება სურდა, ამას კვლავინდებურად შეძლებს ამ ნომერშიც. ვისაც საზღვარგარეთის ჯანდაცვის სისტემაე სრულყოფილი ინფორმაციის მიღება გურდათ, ესეც კვლავინდებურად შესაძლებელია.  გარდა ამისა, ახალი რუბრიკებიც დაგვემატა. მაგალითად, როგორრიცაა სადაზღვევო ბლოგი, სადაც ჩვენი ბლოგერი საკუთრ გამოცდილებას და აზრებს გვიზიარებს ახალი სახელმწიფო დაზღვევის შეახებ.  გვაქვს კიდევ ერთი ახალი რუბრიკა, რომლიდანაც შეიტყობთ თუ რითი დამთავრდა ამერიკაში სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ მიმართული აფიორა.

ტრადიციულად, ამ ნომერშიც იმალება პასუხი ვიქტორინის  კითხვაზე, რომელსაც „საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის“FB გვერდზე გამოვაქვეყნებთ და ყველაზე მკვირცხლ მკითხველსაც დავაჯილდოვებთ.

შეგახსენებთ ჩვენს ესეების კონკურსსაც, რომლის საკონკურსო ვადა ოქტომბრის ბოლოს მთავრდება და რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მთავარია, მან თუნდაც ერთგვერდიანი ესე მოგვწეროს დაზღვევის ნებისმიერ თემაზე. გამარჯვებულს ძალიან მაგარ Android Tablet-ს ვპირდებით.

01.10.2012
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia