All About Insurance N5

გვიხარია, რომ კვლავინდებურად გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს მკითხველს დაზღვევაზე ვესაუბროთ.

ტრადიციულად ამ ნომერშიც, თქვენ გაეცნობით ქართული სადაზღვევო კომპანიების სიახლეებს, სადაზღვევო ბაზარზე ტენდენციებს.

ამ ნომერში საუბარი გვექნება, ასევე, სადაზღვევო გზამკვლევის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე, რომელიც სექტემბრიდან დაზღვეული მოსახლეობის ინფორმირებულობის დონესა და დაზღვევის მიმართ განწყობებს სწავლობდა.

ამ ნომერში ჩვენი სტუმარი სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი, ბატონი თენგო მეზურნიშვილი იქნება, რომელიც საკუთარ წარმატებებზე, კომპანიაში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გამოწვევებზე გვესაუბრება.

საზღვარგარეთის სიახლეების რუბრიკაში საუბარი გვექნება უკვე მსოფლიოსთვის ცნობილ სკაიდაივერზე - ფელიქს ბაუმგარტნერზე, რომელმაც ოქტომბერში დიდი რეკორდი დაამყარა და პირველი ადამიანი გახდა, ვინც სინათლის სიჩქარეზე სწრაფად შეძლო მოძრაობა.  ამ ფაქტმა კი თავის მხრივ  კოსმოსში მოგზაურობისა და კომოსური დაზღვევის თემა წამოწია.

მოგიყვებით ერთობ საინტერესო და ჩახლართულ ისტორიას მორიგ სადაზღვევო თაღლითობაზე.

ტრადიციულად, ამ ნომერშიც იმალება პასუხი ვიქტორინის  კითხვაზე, რომელსაც „საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის“FB გვერდზე გამოვაქვეყნებთ.  სწორი პასუხის ავტორი სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ ქონების დაზღვევის პოლისით დაჯილდოვდება! 

შევხვდებით შემდეგ ნომერში!



გადმოწერა
 

17.12.2012
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia