All About Insurance N6

გვიხარია, რომ კვლავინდებურად ჩვენს გვერდით ხართ.

ამ ნომერში გავაერთიანეთ იანვრისა და თებერვლის თვის სიახლეები. გამომდინარე საახალწლო პერიოდიდან ეს ორი თვე სიახლეების თვალსაზრისით ნაკლებად დატვირთული გამოდგა, ამიტომაც ჩვენც შევეცადეთ ეს ნომერი უფრო მეტად საზეიმო განწყობით შეგვევსო და თქვენთვის მოგვეყოლა, თუ როგორ აღინიშნა ახალი წლის დღეები სადაზღვევო კომპანიებში.

გარდა საახალწლო განწყობისა ამ ნომერში ტრადიციულად ინდუსტრიაში მიმდინარე ცხელ-ცხელ მოვლენებზეც გვექნება საუბარი.

რუბრიკაში „პერსონა“ ჩვენი სტუმარი იქნება სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ გენერალური დირექტორი, ბატონი ვახტანგ დეკანოსიძე, რომელიც საკუთარ სადაზღვევო გამოცდილებაზე გვესაუბრება.

ამ ნომერში შეიტყობთ მსოფლიოში ერთადერთი სადაზღვევო მუზეუმის შექმნის ისტორიას, რომელიც პოლონეთში, ყველასთვის კარგად ცნობილ ქალაქ კრაკოვში მდებარეობს.

გარდა ამისა, როგორც წინა ნომრებში, ამ ნომერშიც იმალება პასუხი ვიქტორინის კითხვაზე. ის ვინც ჩვენი Facebook-ის გვერდზე პირველი გასცემს დასმულ კითხვას სწორ პასუხს, სადაზღვევო კომპანია „ირაოს“-გან დაწესებულ პრიზს - ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს -„პულსი“ მიიღებს საჩუქრად.

 

გისურვებთ სასიამოვნო კითხვას,

გემშვიდობებით გაზაფხულის პირველ თვემდე!

 

“All About Insurance”

01.03.2013
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia