"მოხალისეობრივი საქმიანობისადმი მიძღვნილი დაჯილდოვების ცერემონია

ვენის სადაზღვევო ჯგუფი: "მოხალისეობრივი საქმიანობისადმი მიძღვნილი დაჯილდოვების ცერემონია"/ 2014 წლის, 29 ნოემბერი

VIENNA INSURANCE GROUP: "AWARD IN RECOGNITION OF COMMITMENT TO VOLUNTARY ACTIVITIES" / November 29, 2014
ვენის სადაზღვვეო ჯგუფის“ 50 კომპანია მნიშვნელოვან კულტურულ თუ საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს ავსტრიაში და ევროპის 25 ქვეყანაში. სოციალური და საზოგადოებრივი საქმიანობა ევროპის უძველესი სადაზღვევო კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კორპორაციული ღირებულებაა.

ვენის სადაზღვევო ჯგუფისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გიუნტერ გეიერის ინიციატივით რამდენიმე წელია ტარდება კონკურსი, რომელიც ავლენს გამორჩეულ ადამიანებს უკვე კომპანიების შიგნით, რომლებიც საკუთარი გულის ძახილით და პირადი სურვილით არიან ჩართული ამა თუ იმ საქველმოქედო საქმიანობაში.

წლევანდელ კონკურსში 10-მდე გამარჯვებულს შორის, ჯიპიაი ჰოლდინგისორ თანამშრომელ, სოფიო მელიქიძე, ციალა აბესაძე და  ირაოს თანამშრომელი მარგალიტა (მაცაცო) ინაშვილია,  

 მარგალიტა (მაცაცო) ინაშვილი,  რეგულარულად ეწევა საზოგადოებრივ საქმინობას: სტუმრობს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სახლებს, ყოველთვიურად ხელფასიდან რიცხავს გარკვეულ თანხას ბავშთა სახლების დასახმარებლად და რაც მთავარია, -ნი მაცაცოს ინიციატივით წელს სადაზღვევო კომპანია ირაო ჩაერთო "ბერია ანდრიას ფონდის" დახმარების სოციალურ პროგრამაში.

სოფომ და ციკომ თავიანთი სახსრებით და ახლობლების დახმარებით დააარსეს საქველმოქმედო ფონდიცისარტყელა“ , თუმცა ძირითადად მხოლოდ საკუთარი ძალებით ეხმარებიან გაჭირვებულ ოჯახებს. ხშირად, თუკი ფინანსური საშუალება არ არის, ფიზიკურად ეხმარებიან მარტოხელა მოხუცებს.

დაჯილოდვების ცერემონია . ვენაში, „ვენის სადაზღვევო ჯგუფისსათავო ოფისში გაიმართა 2014 წლის 29 ნოემბერს. გამარჯვებულებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე ორდღიან კულტურულ პროგრამაში.

05.12.2014
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia