საახალწლო აქციები სადაზღვევო კომპანიებში

მათ, ვინც საახალწლო დღეებში დაზღვევას შეიძენს, სადაზღვევო კომპანიები მრავალფეროვან და ერთმანეთისგან განსხვავებულ აქციებს სთავაზობენ. აქციები ძირითადად ვრცელდება ავტომობილის დაზღვევაზე.
  კომპანიების ნაწილი საჩუქრებს ჩუქნის მომხმარებელს. ნაწილი კი პროდუქტის შეძენაზე ფასდაკლებას სთავაზობს.
  ვინც ავტომობილს 1 დეკემბრიდან 15 იანვრამდე სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგში" დააზღვევს, საჩუქრად მიიღებს ვისოლის, კარფურის, გალფის ან გუდვილის 100, 200 ან 300 ლარიან სასაჩუქრე WOWჩერს.
  "ალდაგის" ავტო დაზღვევის სრული პაკეტის შეძენისას საახალწლოდ საჩუქრად მიიღებენ ახალ სანომრე ნიშანს და ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობას. შესაძლებელია ნომრის სხვისთვის საჩუქრად გადაცემაც.
  სადაზღვევო კომპანია "აისი ჯგუფში" ავტომობილის დაზღვევა სახალწლო აქციის ფარგლებში 30 პროცენტიანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.
  სადაზღვევო კომპანია "კოპენბური" მომხმარებელს საახალწლოდ სთავაზობს 10 პროცენტიან ფასდაკლებას და ამასთან ერთად გუდვილის ან თეგეტა მოტორსის 100 ან 200 ლარიან ვაუჩერს.
  სადაზღვევო კომპანია "ირაოს" მიერ წარმოდგენილი და მიმდინარე სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია ირაოს ოფიციალურ ვებ გვერდზე გაიგოს მისი ავტომობილის ჰოროსკოპი და ასტროლოგიური პროგნოზი, ასევე ავტოკალკულატორით დათვალოს დაზღვევის ღირებულება.
25.12.2014
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia