„ირაომ“ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ზარალის ანაზღაურება დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში აჭარისა და გურიის რეგიონში ციტრუსის მოსავლისათვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანია ირაოს შორის აგროდაზღვევის პროგრამის თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება 2014 წლის 1 სექტემბერს გაფორმდა. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ირაოს მიერ აჭარის, გურიის, კახეთისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე განხორციელდა მოსავლის დაზღვევა შემდეგ სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე: ციტრუსი, ვაზი, ხეხილი და კაკლოვანი კულტურები.
აჭარის რეგიონში ნოემბრის და დეკემბრის თვეში ციტრუსის მოსავლისთვის სეტყვით მიყენებული ზარალის ანაზღაურება ამჟამად მიმდინარეობს. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ირაოს მიერ აღნიშნულ რეგიონში სულ 9000-მდე ბენეფიციარი იქნა დაზღვეული. ირაოს მიერ დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მთლიანი მოცულობა 1500 ჰექტარს შეადგენს. კომპანიის მიერ ამჟამად 3200-მდე ზარალის შესახებ განაცხადის დარეგულირება მიმდინარეობს. აღნიშნულ რეგიონში მიღებული ზიანის მთლიანი ოდენობა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ირაო აანაზღაურებს 1 000 000 ლარს აღემატება.

                                                                                                       "კომერსანტი"


 

30.12.2014
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia