დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ახალი სალიცენზიო მოწმობის ფორმები დაამტკიცა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო  ზედამხედველობოს სამსახურის უფროსმა იოსებ გოგოლაშვილმა სადაზღვევო კომპანიების პირველ პირებს სიცოცხლის და არა  სიცოცხლის დაზღვევის სალიცენზიო მოწმობის ფორმები გადასცა.

დაზღვევის არსებული სალიცენზიო მოწმობის ფორმები 2010 წელს გაუქმდა და მას შემდეგ სადაზღვევო კოპმანიები საქმიანობას ახორციელებდნენ  შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

სსიპ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა დაამტკიცა ახალი სალიცენზიო  მოწმობის ფორმები და  მოქმედ 15 სადაზღვევო კომპანიას გადასცა.

  "კომერსანტი"

20.04.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia