სადაზღვევო კომპანიები "იმედი L" და "ალდაგი" სადაზღვევო ბაზრის ლიდერობას ინარჩუნებენ

საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემების თანახმად, სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მოზიდული პრემიის მიხედვით, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულების, ასევე მთლიანი სადაზღვევო ბაზრის ლიდერია, ხოლო სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" ბაზარზე პირველ ადგილს იკავებს გამომუშავებული პრემიით.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰოლდინგიდან აცნობეს, "იმედი L"-ის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ 2015 წლის პირველ კვარტალში 32, 220, 021 ლარი შეადგინა.
"2014 წლის აგვისტოში კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად "ალდაგის" ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებამ ბაზარზე "იმედი L"-ის ბრენდით განაგრძო ოპერირება და ყველაზე მთავარს - ჯანმრთელობას - ემსახურება. 
"იმედი L" კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით ინოვაციურ ხაზს ქმნის და მომხმარებელს უპრეცედენტო ჯანმრთელობის დაზღვევას სთავაზობს - 3, 4 და 5 -ვარსკვლავიან პროდუქტებში სამედიცინო მომსახურებების, სერვისების, დაფარვების, პროვაიდერების არჩევანისა და ფასის საუკეთესო სინთეზს. 
მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სადაზღვევო ბარათი სასურველი სამედიცინო მომსახურებებით და მოარგოს მას 3, 4 ან 5-ვარსკვლავიანი სერვისი.
ვარსკვლავიანი სადაზღვევო ბარათის მფლობელი სარგებლობს განსაკუთრებული სტატუსით და საშუალება აქვს როგორც "იმედი L"-ის მომსახურების ცენტრებში, ასევე, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მიიღოს ვარსკვლავების შესაბამისი გამორჩეული მომსახურება", - აცხადებენ ჰოლდინგში. 
"ინტერპრესნიუსი"
11.06.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia