საქართველოში პირველად სადაზღვევო კომპანია უნისონი მობილური აპლიკაციის სერვისს ნერგავს

სადაზღვევო კომპანია უნისონი თავის მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე ყველაზე გამარტივებულ სერვისს სთავაზობს.  

ჩვენი კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და ამიტომაც ჩვენ დავიწყეთ ე.წ. E-COMMERCE-ის კუთხით პირველი ნაბიჯების გადადგმა, რაც უკვე დღეიდან აისახება ჩვენს ერთგულ და პოტენციურ მომხმარებელზე, კერძოდ: 

კომპანია უნისონმა საქართველოში პირველმა, შექმნა ფუნქციურად დატვირთული მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს უმოკლეს დროში, უსწრაფესად მიიღოს სადაზღვევო მომსახურება, მართოს საკუთარი ანგარიში და ნებისმიერი ადგილიდან განახორციელოს სადაზღვევო გადახდები, აკონტროლოს დაზღვევის ვადები და სტატუსები.

მობილური აპლიკაციის უპირველესი დანიშნულებაა რომ დაზღვეულს დაეხმაროს არ ჩამორჩეს თანამედროვე ცხოვრების სწრაფ ტემპს და მომხმარებელს დაუზოგოს ყველაზე ძვირფასი - დრო!  

ჩვენი ვცდილობთ რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მომხმარებელთან და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მას სწრაფი და ხარისხიანი სერვისის მიღებაში! ჩვენ შევქმენით აპლიკაცია, რომელიც საშუალებას იძლევა დაზღვეულმა დისტანციურად (მზღვეველის ოფისში მოუსვლელად) განაცხადოს ზიანის დადგომის თაობაზე, დაუყოვნებლივ გამოგზავნოს შეტყობინებები ადგილმდებარეობის, დაზიანების ხარისხისა და სხვა მრავალი ნიუანსის შესახებ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის უკუკავშირი, ამიტომაც, ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ჩვენს აპლიკაციაში არის მიღებული სერვისის შეფასების შესაძლებლობა, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება ჩვენი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის მიმართ.  

გარდა ამისა აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია სამოგზაურო და ავტომფლობელთა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის შეძენა მნიშვნელოვანი  ფასდაკლებით. 

კომპანია „უნისონი“, 2011 წლიდან წარმატებულად ოპერირებს ქართულ  სადაზღვევო ბაზარზე,  2014 წლის ბოლოს განსაკუთრებით გააქტიურდა  საცალო დაზღვევის მიმართულებით. ჩვენი მთავარი სტრატეგიაა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მრავალი ინოვაციური პროდუქტი, სიახლე და კომფორტული მომსახურების პირობები შესთავაზოს  მომხმარებელს. 2014 წლის ოფიციალური მონაცემებით კომპანია ბაზარზე მოზიდული პრემიის მიხედვით მე-3 ადგილს იკავებს.

"კომერსანტი"

24.04.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia