დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მსოფლიო ბანკის ექსპერტებს შეხვდნენ

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები დღეს მსოფლიო ბანკის ექსპერტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს რიგი რეკომენდაციები. "შეხვედრაზე განხილული და მიწოდებულ იქნა შემდეგი რეკომენდაციები, კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიებისთვის გადახდისუნარიანობის მარჟის დაწესება. ექსპერტების მიერ მოწოდებულ იქნა რეკომენდაციები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რასაც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური უახლოეს მომავალში განიხილავს და ხსენებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავებული იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე მიღებული იქნება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, განხილულ იქნა სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების სრულყოფის საკითხები, მისი ოდენობის გაზრდა ევროპული სტანდარტების მიხედვით დადგენილი წინასწარ გაწერილი გრაფიკის შესაბამისად. ასევე CMTPL (სატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მესამე მხარისადმი პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა) კანონის შემუშავება და მისი დანერგვა.
"ინტერპრესნიუსი"
28.09.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia