სადაზღვევო კომპანია ალდაგის საჩუქარი მრვალშვილიან დედას

ალდაგის 25 წლიან იუბილესთან დაკავშირებით, წელს კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა ახალ სოციალურ პროექტს, რომლის განხორციელებაშიც ალდაგის თითოეულ თანამშრომელს, პარტნიორსა და მომხმარებელს მიუძღვის წვლილი.

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, შეარჩია ერთი ოჯახი - დედა და ოთხი შვილი, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში, ნანგრევებში ცხოვრობენ, არ აქვთ შუქი, გათბობა და ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო არანაირი პირობა. იქიდან გამომდინარე რომ, ჩვენი მოქალაქეების ნორმალური ცხოვრებისთვის აუცილებელია ჯანსაღი გარემო და განსაკუთრებით, ბავშვებისთვის აუცილებელია, რომ იყვნენ დაზღვეულები მძიმე სოციალური პირობებისგან, წინასაახალწლოდ პატარა საჩუქრების მომზადების ნაცვლად ალდაგმა ერთი დიდი საქმე გააკეთა, შერჩეულ ოჯახს საჩუქარად გადასცეს ბინა ახალ აშენებულ სახლში. შორენა ბოშაშვილი და მისი ოთხი შვილი: გიორგი, პეტრე, სანდრო და ნიკა ახალ წელს საკუთარ, თბილ სახლში შეხვდებიან.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადსხვა პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

09.11.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia