საქველმოქმედო აქცია ირაოს მონაწილეობით

2015 წლის 2 დეკემბერს, სადაზღვევო კომპანია "ირაომ", ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIENNA INSURANCE GROUP AG Wiener Versicherung Gruppe VIG) სოციალური პასუხისმგებლობის კორპორატიული ტრადიციის ფარგლებში გამართა სოციალური აქტივობის დღის პროექტი.
სადაზღვევო კომპანია „ირაო“-ს 30-მდე თანამშრომელი, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად, ესტუმრა „ბერია ანდრია“-ს სახელობის ფონდს,რომლის პატრონაჟის ქვეშ იმყოფება სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მოზარდები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. აღნიშნულ ფონდს ეწოდება ბერი ანდრიას სახელი, რომელიც 17 წლის ასაკში გარდაიცვალა სიმსივნისგან, ხოლო გარდაცვალების წინ მოუწოდა მშობლებს, გაეგრძელებინათ იმავე გასაჭირში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება.
თანამშრომლებმა ბავშვებთან ერთად ითამაშეს, გადასცეს საჩუქრები და გაატარეს ერთი სასიამოვნო დღე, ათონელის თეატრმა კი მათთვის გამართა თეატრალური წარმოდგენა - საშობაო სპექტაკლი. კომპანია ირაომ "ბერი ანდრიას სახელობის ფონდს" საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა და სადილით გაუმასპინძლდა.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ვენის სადაზღვევო ჯგუფის ორ საუკუნოვან, კორპორატიული ტრადიციის ერთ-ერთ სოციალურ აქტივობას, იმის გათვალისწინებით, რომ VIG-ი თავისი ისტორიის საწყისებიდან აქტიურად ეწევა სოციალურ და საქველმოქმედო საქმიანობას. ხოლო ამ ტრადიციის ფარგლებში ვენის სადაზღვევო ჯგუფი მოუწოდებს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონში თავის წევრ კომპანიებს, მათ შორის ირაოს, აღნიშნულ პროექტებში აქტიური ჩართულობისკენ.
02.12.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia