ალდაგის აკადემია კი გაძლევთ დასაქმების შესაძლებლობას

მოგესალმებით ალდაგის აკადემიაში აქ შენ შეგიძლია ონლაინ სასწავლო კურსის საშუალებით შეიძინო ცოდნა დაზღვევის საფუძვლების და გაყიდვების ტექნოლოგიების შესახებ, გაიარო ტესტირება, გამოიყენო რეალური დასაქმების შანსი ფეისბუქზე ჩაბარებული გამოცდის საფუძველზე. გამოცდის ჩასაბარებლად საჭიროა სასწავლო კურსის გავლა, რომელიც შედგება დაზღვევის საწყისების 5 ვიდეო გაკვეთილისგან. თითოეულ ვიდეო გაკვეთილს თან ერთვის ერთი მინი ტესტი, რომელიც დაგეხმარება საკუთარი ცოდნის გაღრმავებაში და პარალელურად მოგამზადებს ფინალური გამოცდისთვის. მინი ტესტის ჩაბარება ნებაყოფლობითია და ხელს არ შეგიშლის , რომ ნახო შემდეგი ვიდეო. შეუძლებელია ვიდეოს გადახვევა და, ასევე, რომელიმე ვიდეოს გამოტოვება. იმისათვის, რომ სასწავლო კურსი სრულად გაიარო, აუცილებელია, თანმიმდევრობით ნახო ყველა ვიდეო გაკვეთილი. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ შეძლებ ჩააბარო გამოცდა, რომლის წარმატებით გასავლელად საჭიროა, დაუშვა არაუმეტეს 4 შეცდომისა. გამოცდის ჩასაბარებლად გეძლევათ 30 წუთი. გამოცდის მსვლელობისას შენ შეგიძლია კითხვის გამოტოვება და პასუხის მოგვიანებით გაცემა. გამოცდაში თუკი საჭირო ქულებს ვერ დააგროვებ, ხელახალი ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში დაგიკავშირდებით და დაგიბარებთ გასაუბრებაზე. გისურვებთ წარმატებას!
21.01.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia