ალდაგის აკადემია გაძლევთ დასაქმების შესაძლებლობას

აქ შენ შეგიძლია გაიგო მეტი ჩვენ შესახებ, შეიძინო ცოდნა დაზღვევის საწყისების შესახებ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზუმე) და რაც მთავარია, გამოიყენო რეალური დასაქმების შანსი ფეისბუქზე ჩაბარებული გამოცდის საფუძველზე.

შეგიძლია გამოგვიგზავნო CV (რეზუმე) და პირადი მონაცემები, რისი განხილვის შედეგადაც დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე, თუმცა გირჩევთ შენივე შანსების გასაზრდელად აუცილებლად გაიარო ალდაგის აკადემიის სასწავლო კურსები და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გაზარდო შენი დასაქმების პერსპექტივა.

ალდაგის აკადემიაში ჩარიცხვისა და სწავლების პროცესის დაწყებისათვის საჭიროა გაიარო რეგისტრაცია, შეიყვანო შენი პირადი მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია.

სასწავლო კურსი შედგება დაზღვევის საწყისების 5 ვიდ ეო გაკვეთილისგან. თითოეულ ვიდეო გაკვეთილს თან ერთვის ერთი მინი ტესტი, რომელიც დაგეხმარება საკუთარი ცოდნის გაღრმავებაში და პარალელურად მოგამზადებს ფინალური გამოცდისთვის. სასწავლო კურსის თანმიმდევრობა წინასწარ არის გაწერილი, ამიტომ შეუძლებელია მომდევნო ვიდეო გაკვეთილის ნახვა წინ მდგომის დაუსრულებლად.

ყველა არსებული ვიდეო გაკვეთილის დასრულების შემდეგ შეგიძლია აქვე გაიარო გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად აუცილებელია დაუშვა არაუმეტეს 4 შეცდომისა. გამოცდა გრძელდება მხოლოდ 30 წუთი. მასში შესაძლებელია კითხვის გამოტოვება და პასუხის მოგვიანებით გაცემა. გამოცდაში თუკი საჭირო ქულებს ვერ დააგროვებ, ხელახალი ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ.

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში დაგიკავშირდებით და დაგიბარებთ გასაუბრებაზე.

21.01.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia