ინტერვიუ ,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის

1. ცნობილია, რომ „აი სი ჯგუფი“ აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ აგროდაზღვევის პროგრამაში. საინტერესოა, როგორია წინა წლის სტატისტიკა - რა ოდენობის ზარალი აანაზღაურა კომპანიამ?
მოგეხსენებათ, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინიცირებით ამოქმედდა სუბსიდირებული აგრო დაზღვევის პროგრამა. აი სი ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ პროგრამაში და 2015 წლის მონაცემებით მოზიდული პრემიის მიხედვით მთლიანი ბაზრის 26,2%-ს ფლობდა. ამინდობრივ-კლიმატური პირობების შედეგად გაზაფხული-ზაფხულის სეზონი საკმაოდ რთული აღმოჩნდა მთლიანი საქართველოსთვის. რასაკვირველია, აი სი ჯგუფის მიერ დაზღვეულ ბენეფიციარებსაც მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ, რისი ანაზღაურებაც კომპანიის მიერ, დადგენილების შესაბამისად მოხდა. ანაზღაურებული ზარალის მთლიანმა ოდენობამ მილიონ ლარს გადააჭარბა.

2.გასული წლის მნიშვნელოვანი ზარალის მიუხედავად, აპირებს თუ არა აი სი ჯგუფი წელსაც აგრო დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებას?

რა თქმა უნდა, მეტიც, გასული წლის გამოცდილების შედეგად, აი სი ჯგუფმა ზარალის რეგულირების პროცუდურები მნიშვნელოვნად დახვეწა და გაამარტივა.
2016 წლის გაზაფხულიდან პროექტის განახლებული ეტეპი ჩაეშვა, გაუმჯობესებული პირობებით და უამრავი ბენეფიტებით. მოსახლეობის მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ამ ეტაპისთვის დაზღვევის განხორციელების პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით განისაზღვრა. წელს როგორც სახელმწიფომ, აგრეთვე ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და მოქნილი გადახდის პირობების შეთავაზება. 2016 წლიდან, ფერმერის გადასახდელი წილი 20%-30% მერყეობს. (რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის არსებობის შემთხვევაში 20%)

3. რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და რა ტიპის ზიანი იფარება დაზღვევით, ამასთან, აგროდაზღვევის ფარგლებში, რამდენ პროცენტიანი სუბსიდირებაა გათვალისწინებული საფერმერო ბიზნესის დაზღვევისთვის?

პრაქტიკულად საქართველოში წარმოებული ნებისმიერი საკვები სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზღვევა არის შესაძლებელი. სადაზღვევო რისკები, რომელსაც პროექტი მოიცავს არის შემდეგი: სეტყვა, ქარიშხალი, ჭარბი ნალექი და საშემოდგომო ყინვა მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. აღნიშნული პროგრამით ხდება როგორც მცირე, ისე საშუალო ზომის საფერმერო ბიზნესის დაზღვევის სუბსიდირება, პრემიის 80%-მდე ოდენობით. გასულ წელს ფერმერის გადასახდელი წილი 40%-ს შეადგენდა, რაც ბუნებრივია მისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენდა.

4. რა სახის გადახდის სქემას სთავაზობთ ფერმერებს?

26 აპრილს ,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფსა“ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშკერულება, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს შესაძებლობა ექნება ,,კრისტალის“ ოფისებში შეიძინოს აი სი ჯგუფის აგრო დაზღვევის პოლისები და ისარგებლოს შეღავათიანი საკრედიტო პირობებით, ხოლო რიგ შემთხვევებში ფერმერები უპროცენტო განვადებით სარგებლობასაც შეძლებენ. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი სარეკლამო კამპანია: ,,დააზღვიე დღეს, გადაიხადე ხვალ“, რომლის ფარგლებშიც ფერმერს შესაძლებლობა ეძლევა გადაიხადოს დაზღვევის საკუთარი წილი არა დაზღვევისას, არამედ მოსავლის აღებისას.

5. „აი სი ჯგუფი“ დიდი ხანია უკვე რაც ბაზარზეა. რაზე აკეთებთ ძირითად აქცენტს, რომელ სადაზღვევო პროდუქტებს სთავაზობთ მოსახლეობას გარდა აგრო დაზღვევისა?

,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“ უკვე ათი წელია ფუნქციონირებს ბაზარზე, 2016 წელს კომპანიას საიუბილეო თარიღი აქვს. ძირითად აქცენტს ვაკეთებთ არაჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტებზე, თუმცა საკმაოდ განვითარებული გვაქვს კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევაც. მოსახლეობას ვთავაზობთ ყველანაირ სადაზღვევო პროდუქტს, თუმცა გამოვირჩევით ისეთი ინოვაციური პროდუქტებით, როგორიცაა ჰიბრიდული ავტომობილების დაზღვევა, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს პოპულარიზაციის მიზნით მომხმარებლებს მაქსიმალურად დაბალ ფასად ვთავაზობთ, პროდუქტით ავტოდაზღვევა+ვიდეორეგისტრატორი, რომელიც ზარალის დარეგულირების სწრაფ საშუალებას იძლევა და აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აი სი ჯგუფი პირველია ბაზარზე, რომელმაც მოსახლეობას შესთავაზა ონლაინ სამოგზაურო დაზღვევის სერვისი. გარდა ამისა, მომხმარებლებს ვთავაზობთ ქონების დაზღვევას მისი გაქირავების პერიოდში, ასევე ქონების დაზღვევას მოკლე ვადით, მაგალითად დასასვენებლად წასვლის შემთხვევაში და სხვადასხვა ტიპის მოდიფიცირებულ და ყველა კატეგორიის მძღოლებზე მორგებულ ავტო დაზღვევას.

აი სი ჯგუფი ყოველთვის ცდილობს, რომ გამოირჩეოდეს მომხმარებელზე ორიენტირებული და მათ მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტებით. როგორც უკვე აღვნიშნე, წელს კომპანიას საიუბილეო თარიღი აქვს, ამიტომაც ეს წელი ჩვენთვის და ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული იქნება. აი სი ჯგუფი დაზღვეულებს უამრავ ბენეფიტსა და საჩუქარს პირდება.



05.05.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia