სადაზღვევო კომპანია ირაო გიუნტერ გაიერის სახელობის, სოციალური პასუხისმგებლობის პრემიის მფლობელია

სასტუმრო ჰოლიდეი ინში გაიმართა ვენის სადაზღვევო ჯგუფის /VIENNA INSURANCE GROUP/ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, დოქტორ გიუნტერ გაიერის სახელობის სოციალური პასუხისმგებლობის პრემიის დაჯილდოვების ცერემონია.

ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი, სადაზღვევო კომპანია ირაო - წელს, პრემიის მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

აღნიშნული ჯილდო უკავშირდება, ირაოს მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განხორციელებულ სოციალურ პროექტს (Social Active Day), რომელიც კომპანიამ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს, კერძოდ კი - ბერი ანდრიას ფონდის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ბავშვებს მიუძღვნა.

ირაოს გენერალური დირექტორის - ვახტანგ დეკანოსიძისათვის აღნიშნული პრემიის გადასაცემად, სპეციალურად ავსტრიიდან, აღნიშნულ ღონისძიებას ეწვია ვენის სადაზღვევო ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი - ბატონი მარტინ სიმჰანდლი და ირაოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ვოლტერ ლეონჰარსბერგერი, თანმხლებ პირებთან ერთად.

ვენის სადაზღვევო ჯგუფის დაახლოებით ორ საუკუნოვანი კორპორატიული ისტორია, მისი საწყისებიდან განმსჭვალულია სოციალური სულისკვეთებით. ირაო, როგორც ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი და სოციალური შეგნების მქონე კომპანია, სრულად იზიარებს ჯგუფის ღირებულებებს. ამ მიმართულებით კომპანიამ არჩევანი შეაჩერა საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფზე - ბავშვებზე, რომლებიც ებრძვიან თანამედროვეობის ყველაზე საშიშ დაავადებას - სიმსივნეს.

ფულადი პრემია, რომელიც გადაეცა ირაოს - ვენის სადაზღვევო ჯგუფის მხრიდან, მოხმარდება ბერი ანდრიას ფონდის მიერ სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას.

 

"კომერსანტი"
 

10.06.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia