ხელფასის დაზღვევა - შეინარჩუნეთ ხელფასი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაშიც!

ხელფასის დაზღვევა უმუშევრობით გამოწვეული სირთულეების შემსუბუქების ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური საშუალებაა, რომელიც ევროპის მრავალ ქვეყანაში კარგად არის აპრობირებული. დაახლოებით, ორი თვეა, მსგავსი მომსახურება საქართველოს სადაზღვევო სივრცეშიც დაინერგა. დღეს ხელფასის დაზღვევას მხოლოდ სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სთავაზობს ნებისმიერ დასაქმებულს.
ამ ინოვაციურ შემოთავაზებაზეჯიპიაი ჰოლდინგის“ პროდუქტების განვითარების მენეჯერი უჩა ტყეშელაშვილი გვესაუბრება:

- ზოგადად, რა სარგებელი მოაქვს მომხმარებლისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეძენას?

- სადაზღვევო პროდუქტები მკვეთრად განსხვავდება სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემოთავაზებული იმ პროდუქტებისა და მომსახურებისგან, რომლებიც უფრო თვალსაჩინოა და ხელშესახები. მაგალითად: ბანკიდან კრედიტის გამოტანისას კლიენტს შეუძლია, გამოიყენოს ამ კრედიტით შეძენილი უძრავი ქონება, ავტომობილი, ტექნიკა და სხვა. სადაზღვევო პროდუქტის შეძენისას კი მომხმარებელი მანამდე ვერ შეიგრძნობს სრულად შეძენილი პროდუქტის სარგებელს, სანამ არ დადგება კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც, თავის მხრივ, არასასიამოვნო ფაქტთან არის დაკავშირებული. თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი მომხმარებელი სადაზღვევო პროდუქტების შეძენისას ყველაზე მნიშვნელოვანს - სიმშვიდეს, საიმედოობასა და დაცულობას იძენს!

- რას ნიშნავს ხელფასის დაზღვევა?
- ხელფასის დაზღვევა ევროპის მრავალ ქვეყანაში კარგად აპრობირებული უმუშევრობის დაზღვევის მსგავსი მომსახურებაა, რომელიც, დაახლოებით, ორი თვის წინ დაინერგა ჩვენს კომპანიაში (ჯერჯერობით „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა მსგავსი მომსახურებით). ვეცადეთ, დაზღვევის ეს ფორმა მაქსიმალურად მოგვერგო ჩვენი ქვეყნის რეალობაზე და უზრუნველყოფილი მომავლის საუკეთესო გარანტია ყოფილიყო ნებისმიერი (კერძო თუ საჯარო სამსახურში) დასაქმებული ადამიანისთვის, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაშიც კი.

- რომელია სამსახურის დაკარგვის ის კონკრეტული მაგალითები, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება?
- ხელფასის დაზღვევის შეძენით მომხმარებელი დაზღვეულია შემდეგი შემთხვევების შედეგად გამოწვეული უმუშევრობისგან: კომპანიის ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია და ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ ორგანიზაციული ცვლილებებით გამოწვეული შემცირება; დაზღვეულის მიერ შინაგანაწესის ან შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა; სამსახურის დაკარგვა კვალიფიკაციის ან/და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის გამო და სხვა ნებისმიერი ობიექტური გარემოება, რომელიც იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

- ვის შეუძლია, ისარგებლოს ხელფასის დაზღვევით?
-
„ჯიპიაი ჰოლდინგში“ ხელფასის დაზღვევა შეგიძლიათ თუ თქვენ:
დასაქმებული ხართ საქართველოში;
ხართ 64 წლამდე ასაკის;
თქვენი ხელფასის რაოდენობა აღემატება 300 ლარს;
შემოსავალს იღებთ საბანკო ანგარიშზე დარიცხვის გზით;
დამსაქმებელთან გაფორმებული თქვენი შრომითი ხელშეკრულება არის მინიმუმ 1-წლიანი და მეტი. 

- რა გარანტიას აძლევს მომხმარებელს ხელფასის დაზღვევა?
- ხელფასის დაზღვევა მომხმარებელს აძლევს გარანტიას: სამსახურის დაკარგვის შემთხვევაშიც კი შეინარჩუნოს სტაბილური შემოსავალი; თავიდან აიცილოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული სტრესი; დაფაროს მიმდინარე ვალდებულებები (საბანკო, საიჯარო, სამომხმარებლო ხარჯები: სურსათზე, კომუნალურ გადასახადებზე, საოჯახო მოხმარების საქონელზე, ტანსაცმელზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, განათლებაზე, დასვენებაზე და სხვა); მშვიდად და აუჩქარებლად განიხილოს ახალი დამსაქმებლის შეთავაზებები. ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება ხელფასის რაოდენობის მიხედვით - სამსახურის დაკარგვიდან 6 თვის განმავლობაში დაზღვეულს ხელფასის 90%-ს უხდის „ჯიპიაი ჰოლდინგი“.  

- რა თანხას იხდის მომხმარებელი  ხელფასის დაზღვევაში?
-
ხელფასის დაზღვევის ღირებულება მინიმალურია (ასანაზღაურებელი ლიმიტის 3-4%-ს შეადგენს), რადგან ვეცადეთ, ეს მომსახურებაც ჩვენი ქვეყნის სოციალურ პირობებზე მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული. მაგალითისთვის: თუ ხელფასი შეადგენს 700  ლარს, მაშინ მომხმარებელი დაზღვევის ღირებულებას ყოველთვიურად 14 ლარს გადაიხდის. ამ კონკრეტული მაგალითიდან გამომდინარე, დაზღვეულს ეძლევა საშუალება, თვეში მხოლოდ 14 ლარად შეინარჩუნოს ხელფასი სამსახურის დაკარგვიდან მთელი 6 თვის განმავლობაში. ვფიქრობ, 6 თვე საკმარისი უნდა იყოს ახალი დამსაქმებლის მოსაძებნად, თანაც ზედმეტი დისკომფორტისა და სტრესის გარეშე - იმ პირობებში, როცა რეალურად აღარ მუშაობ, თუმცა ხელფასს სადაზღვევო კომპანია მაინც გიხდის.

- როგორ უნდა შეიძინოს ხელფასის დაზღვევა დაინტერესებულმა პირმა?
- ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხელფასის დაზღვევის გაფორმება უმარტივესი პროცედურაა, მის შესაძენად მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენაა საჭირო. ხელფასის დაზღვევის შეძენა დაინტერესებულ პირებს ჩვენი ვებგვერდის www.mygpi.ge საშუალებით ონლაინ შეუძლიათ. ასევე, შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ ვებგვერდის www.gpih.ge, „ფეისბუკის“ ან ცხელი ხაზის (0322 505 111) საშუალებით და ჩვენი მენეჯერები დეტალურად აუხსნიან მათ დაზღვევის პირობებს. სურვილის შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები მათ ადგილზეც მოემსახურებიან. გარდა ამისა, შეუძლიათ, მობრძანდნენ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ოფისებში.

"FUNTIME"

22.07.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia