„ჯიპიაი ჰოლდინგმა” ბორჯომში, სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის დარეგულირება დაიწყო

,,დაზიანებული 30-ზე მეტი ავტომობილი და დატბორილი ასობით კვადრატული კომერციული ფართი - ზარალის ჯამური რაოდენობის შეფასება მიმდინარეობს”, - აცხადებენ კომპანიაში.

„ჯიპიაი ჰოლდინგმა” ბორჯომის მუნიციპალიტეტში გუშინ მომხდარი სტიქიის შეფასება დაიწყო. სადაზღვევო კომპანიის ზარალების ანაზღაურების განყოფილების თანამშრომლები სტიქიის ზონაში გვიან ღამიდან მუშაობენ. სტიქიის შედეგად, მნიშვნელოვნი ზიანი მიადგა ბორჯომის ქარხანას -დაზიანდა სახურავი, დაზგები და მანქანა-დანადგარები. ზარალის შესახებ უკვე განაცხადა 30-ზე მეტმა კერძო ავტომფლობელმა, დატბორილია რამდენიმე კომერციული ფართი.

შესწავლის შემდეგ, „ჯიპიაი ჰოლდინგი“, როგორც ავტომობილის, ისე სხვა ტიპის ქონებისთვის, მიყენებულ ზარალს კონტრაქტის პირობების მიხედვით ოპერატიულად აანაზღაურებს.

2015 წელს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ 49 340 000 ლარი აანაზღაურა.

"საქართველოს ახალი ამბების სააგენტო"
05.08.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia