აქცია სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუში ნიკორას დაგროვებითი ბარათის მფლობელთათვის

შპს „ნიკორა ტრეიდი“ სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის“ მრავალი წლის პარტნიორია . საქმიანი ურთიერთობა კომპანიებს შორის 2008 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებულად გრძელდება. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი კი 16 სექტემბერს „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ შეხვედრაზე გაფორმებული მემორანდუმი გახდა , რომლის ხელმოწერითაც სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი  აქტიურად ჩაერთო ნიკორას მიერ წამოწყებულ პროექტში.

„ეს დაგროვებით ბარათზე მეტია“ ამ სიტყვებით წარუდგინა „ნიკორა სუპერმარკეტმა“ საქართველოს მოსახლეობას ახალი სერვისი და მომხმარებელს დაგროვებითი ბარათი შესთავაზა. დაგროვებითი ბარათის თითოეულ მფლობელს საშუალება მიეცა  სხვადასხვა ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტში ფასდაკლებით ისარგებლოს და ამ სერვისით სარგებლობა სულაც არ არის დაკავშირებული ბარათზე დაგროვილი ბონუს ქულების რაოდენობაზე.

სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის ჩართულობა წამოწყებულ პროექტში გამოიხატება დაგროვებითი ბარათის მფლობელთათვის ავტოტრანსპორტისა და ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტების განსაკუთრებულ „ექსკლუზიურ“ ფასად შეთავაზებაში.

ნიკორას დაგროვებითი ბარათის მფლობელი, რომელსაც სურვილი ექნება დააზღვიოს ჯანმრთელობა ან ავტომობილი აი სი ჯგუფში სასურველი პროდუქტის დაზღვევის 3 თვეს საჩუქრად მიიღებს.
21.09.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia