"ჯიპიაი ჰოლდინგი" თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორია

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 9-15 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი პროგრამა მეოცე საუკუნის ცნობილი მევიოლინის - ოლეგ კაგანის 70 წლისთავს ეძღვნება.
2016 წლის მთავარი სიახლე ფესტივალზე ევროპული ორკესტრის ჩამოსვლაა. ქალაქ კრაკოვის (პოლონეთი) ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის მონაწილეობით ორი კონცერტი გაიმართება. ორკესტრს უდირიჟორებენ ევროპაში ცნობილი იაცეკ კასპშიკი და ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი.

კრაკოვის ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის მუსიკოსები და მათი ინსტრუმენტები სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დააზღვია.
თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: „ჯიპიაი ჰოლდინგი თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორია. ის, რომ ფესტივალი ყოველწლიურად სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს, უკვე ტრადიცია. გვიხარია, რომ ამჯერად პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ნაწილის მხარდამჭერი ჯიპიაი ჰოლდინგია. კრაკოვის ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის საქართველოში ყოფნის პერიოდში მუსიკოსების ჯანმრთელობა და ინსტრუმენტების უსაფრთხოება სადაზღვევო რისკებისგან ჯიპიაი ჰოლდინგშია დაზღვეული.“

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში 5 კონცერტი ჩატარდება.
10.10.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia