„თი-ბი-სი“ ჯგუფმა სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ შესყიდვა დაასრულა

“თიბისი” ჯგუფმა სადაზღვევო კომპანია “კოპენბურის” შესყიდვა დაასრულა. თემასთან დაკავშირებით, გარიგების დეტალებზე მხარეები ხვალინდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ. სადაზღვევო კომპანია „კოპენბურმა” საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2014 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო.

კომპანიის ძირითადი პორტფელი ავტოდაზღვევაზე მოდის. მიმდინარე წლის მეორე კვარტალის შედეგებით, “კოპენბურის” პრემიების პორტფელი 3 მილიონ 670 ათას ლარს აჭარბებს.

როგორც ცნობილია წლების წინ „თი-ბი-სი ბანკი“ ასევე მონაწილეობდა სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაფუძნებაში. დღეს კი კვლავ საკუთარი სადაზღვევო აქტივის გაჩენას, ეკონომისტთა ნაწილი ამ ბაზარზე მოსალოდნელ  სიახლეებს უკავშირებენ. კერძოდ, როგორც ცნობილია, ქვეყანაში მესამე პირის ავტოდაზღვევა სავალდებულო უნდა გახდეს.

წყარი: “ეკონომეტრი”

25.10.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia