- ბატონო პაატა, 19 ოქტომბერს Forbes-თან ერთად ფორუმს მართავს, რატომ იქნება ეს საერთაშორისო ფორუმი საინტერესო ქართული საფინანსო სექტორისთვის?

- 19 ოქტომბერს ძალიან საინტერესო, ბიზნეს ფორუმს ვაწყობთ, რომელიც მიმართული იქნება მხოლოდ და მხოლოდ საფინანსო ინსტიტუტებისთვის. ეს იქნება ძირითადად საბანკო და სადაზღვევო სექტორებისთვის გამართული ფორუმი. ჩვენ შევეცდებით, ავსტრიელი კოლეგების დახმარებით ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე საქართველოს საბანკო სექტორის წარმომადგენლებს ავუხსნათ თუ როგორ თანამშრომლობენ ბანკები და სადაზღვევო კომპანიები დასავლეთ ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და განვითარებულ ქვეყნებში.

ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ Forbes Georgia-ს ვუთხრა მხარდაჭრისთის. ვფიქრობ, რომ ზოგადად ასეთი თანამშრომლობა მედიასა და ბიზნესს შორის შესაძლოა ნაყოფიერი შედეგების მომტანი იყოს ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და შემდგომაც.

- რა ტიპის პროდუქტებს და მომსახურებებს გაყიდიან საბანკო ინსტიტუციები სადაზღვევო პროდუქტების შემთხვევაში?

- შეზღუდვა არ არის, როგორც წესი, კლასიკური დაზღვევის სფეროები სიცოცხლის დაზღვევით დაწყებული, ავტომობილის და ქონების, ბინის, ბიზნეს ქონების დაზღვევის პროდუქტებია, თუმცა უამრავი მომხმარებელზე მორგებული პროდუქტი არსებობს, რომელიც ბანკისა და სადაზღვევო კომპანიის ერთობლივი მუშაობის საფუძველზე იქმნება. საქართველოს შემთხვევაში, კონკრეტულ მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ ე.წ. იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პროდუქტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც რამდენიმე ბანკთან დავამუშავეთ სხვადასხვა სახეცვლილებით. ძირითადი შინაარსი ის არის, რომ ადამიანი, რომელიც გაუთვალისწინებელი გარემოებისა და პირობების გამო, სამსახურს კარგავს, სადაზღვევო კომპანია უნაზღაურებს სესხის შენატანს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს შეიძლება 6 თვე იყოს, ან 1 წელი, მაგრამ ძალიან სპეციფიური პროდუქტია, რომელიც კანონმდებლობასთან უნდა იყოს შესაბამისობაში. პერიოდი, ფასი, რა შეიძლება ღირდეს ეს სადაზღვევო პოლისი და ა.შ. ეს ყველაფერი ერთობლივად უნდა დამუშავდეს კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიაზე თითოეულ კონკრეტულ პარტნიორთან, რომელიც მის გაყიდვას მოახდენს. ეს დიდი სიახლეა ჩვენთვისაც და მომხმარებლისთვისაც და ასე ვთქვათ, მომხმარებელთან ერთად ვსწავლობთ ურთიერთობებს.

- თუ გაქვთ მონაცემები საქართველოს ბაზა რამხელა ბიუჯეტს გამოყოფს დაზღვევისათვის, საბანკო ნაწილს ვგულისხმობ

- ამის შეფასება რეალურად ძალიან რთულია. დღესდღეობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ სქემაში ნაწილობრივ ჩართულია 3-4 ქართული ბანკი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აუთვისებელი პოტენციალია ძალიან დიდი და ამიტომაც ამ ბაზრის შეფასება რთულია. დღეს ეს 50-დან 60 მილიონ ლარამდეა, რაც საბანკო-სადაზღვევო კომპანიების ერთობლივი თანამშრომლობის ბაზარია, მაგრამ პოტენციალი 10-15-ჯერ მეტია და ჩვენ ზუსტად ამას ვუყურებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო მცირე ბანკები ჩაერთონ აღნიშნულ თემაში. ეს ჩვენი კომპანიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ჩვენ პირველად არ ვხვდებით საბანკო სექტორს. რეალური შეხვედრები გვაქვს და თითოეულ მათგანთან ძალიან ბევრს ვმუშაობთ.

მნიშვნელოვანია, რომ საშუალო და მცირე ბანკების უდიდესი ნაწილი იყოს ჩართული და უფრო მსხვილ ბანკებთან კონკურენცია შეძლონ, რომ არ დაიჩაგრონ და ისეთივე სრულყიოფილი პროდუქტების შეთავაზება შეძლონ მომხმარებლისთვის, როგორც ამას მსხვილი ბანკები აკეთებენ.
"businesscontract"

12.10.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia