"მე გზას ვუთმობ სასწრაფოს" აქციას "ჯიპიაი ჰოლდინგიც" უერთდება

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ და შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ მხარდაჭერით, სოციალურ აქციას – „მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“ აწარმოებს. აქციას უერთდება სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი.
„აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მძღოლებს, გზა დაუთმონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, რათა მათ დროულად შეძლონ პაციენტამდე მისვლა. თითოეული წუთი, დაკარგული გზაში, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ასეთი სახის აქცია ერთგვარი შეხსენებაა მძღოლებისთვის, რომ ხმოვანსიგნალიანი მანქანისთვის გზის დათმობა პაციენტის დახმარებას ნიშნავს“. – აცხადებენ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.
21.10.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia