ჯიპიაი ჰოლდინგი ქვეყნის წამყვანი კომპანიების ბიზნეს ლიდერებისთვის GPI Network HR კონფერენციას მეორედ გამართავს

მთავარი თემა: დამსაქმებლის ბრენდინგი. კონფერენციას 80-მდე წამყვანი კომპანიის HR მიმართულების ხელმძღვანელი დაესწრება. კონფერენციაზე სიტყვით გამოვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც დამსაქმებლებს განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს გააცნობს

27ოქტომბერი, 2016 წელი. ბორჯომი: სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი მასშტაბურ HR ღონისძიებას მართავს. GPI Network-ის რიგით მეორე შეკრებას წელს 80-მდე მსხვილი კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი დაესწრება.

GPI Network 2016-ის მთავარი თემა დამსაქმებლის ბრენდინგი იქნება. ამ თემის გარშემო არსებულ მსოფლიო და ადგილობრივ ტენდენციებზე საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი და უცხოელი სპიკერები ისაუბრებენ. სპეციალურად GPI Network-სთვის ჯიპიაი ჰოლდინგის მოწვევით საქართველოში იმყოფებიან სპიკერები Universum Global-იდან. შვედი ექსპერტების გარდა, ღონისძიებაზე დამსაქმებლის ბრენდინგთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე სიტყვით გამოვა კავკასიის ბიზნეს სკოლის ლექტორი, ანდრო დგებუაძე, რომლის გამოსვლის თემა იქნება “ტალანტების ალქიმია”.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც დამსაქმებლებისა და განათლების სისტემის თანამშრომლობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

GPI Network 2015 წელს დაარსდა და მიზნად საქართველოს წამყვანი ორგანიზაციების ლიდერებში ურთიერთკავშირის გაძლიერებას და ინფორმაციის გაზიარების ეფექტური ქსელის შექმნას ისახავს.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „GPI Network - ესაა სივრცე, სადაც წამყვანი ქართული ორგანიზაციების ლიდერები, პროგრესული ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან და სიახლეებს უზიარებენ. GPI Network დღეს 96 მსხვილ ქართულ ორგანიზაციას აერთიანებს. ნეტვორკის მიზანია ბიზნეს ლიდერების დაახლოვება, არაფორმალური ურთიერთობების განვითარება, ახალი იდეების განხილვა და ინოვაციების ხელშეწყობა. წელს ჩვენს სტუმრებს სწორედ ასეთ პროექტს წარვუდგენთ - დაზღვევის პორტალი კორპორაციული კლიენტებისთვის. ეს სიახლე ჩვენს კლიენტებს დაეხმარება საოპერაციო საკითხები უფრო მარტივად და სწრაფად აწარმოონ.“

GPI Network 2016 27 ოქტომბერს, ბორჯომში, სასტუმრო Crowne Plaza-ში გაიმართება. გამოსვლების ნახვას ლაივსტრიმის საშუალებით ჯიპიაი ჰოლდინგის ფეისბუქ გვერდზე ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
"IPN"
27.10.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia