”საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის” ინვესტიცია

საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის განვითარებაში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს. სს „სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფსა“ და „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმს“ შორის ხელი მოეწერა საინვესტიციო შეთანხმებას. რომელიც ითვალისწინებს სადაზღვევო კომპანიაში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას. ინვესტიცია სადაზღვევო კომპანიის ზრდისა და განვითარებისაკენ იქნება მიმართული, შესაბამისად ახლო მომავალში აი სი ჯგუფი სადაზღვევო ბაზარზე განახლებული სახით გააგრძელებს ოპერირებას. საინვესტიციო შეთანხმებას საზეიმოდ გამართულ ღონისძიებაზე სასტუმრო „ბილტმორში“ მოაწერეს ხელი სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა - თენგიზ მეზურნიშვილმა და საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის დამფუძნებელმა და დირექტორმა - ჯეიკობ ვესტერლაკენმა. მათთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - იოსებ გოგოლაშვილი და სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე - დევი ხეჩინაშვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, სადაზღვევო კომპანიების , პარტნიორი კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები.

08.11.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia