ვიზიტი ალმაატაში

აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის (NBK) ეგიდითა და მხარდაჭერით ყაზახეთის ქ. ალმათიში მიმდინარე წლის 10 -14 ოქტომბერს გაიმართა სემინარი და მრგვალი მაგიდა საზედამხედველო ორგანოებში რისკ–მენეჯმენტის და რისკზე ორიენტირებული ზედამხედველობის დანერგვის თემებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა.
შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო პრაქტიკის და სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე განხილულ იქნა დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS) გადახდისუნარიანობის ახალი სტანდარტების (Solvency II) დანერგვასთან დაკავშირებული საკითხები, ის გამოწვევები რომელთა წინაშეც დგანან ქვეყნები ამ რეჟიმზე გადასვლის პროცესში (აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სისტემა ძალაში შევიდა ევროპის ქვეყნებში 2016 წლიდან), რისკ–ორიენტირებული მიდგომები პრუდენციულ ზედამხედველობაში, გადახდისუნარიანობასთან დაკავშრებული პრაქტიკა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სადაზღვევო კომპანიებში კონტროლის შიდა მექანიზმების და რისკ–მენეჯმენტის მართვის საკითხებს, რაც მოითხოვს სრულიად ახლებურ მიდგომებს, როგორც სადაზღვევო კომპანიების, ისე საზედამხედველო ორგანოების საზედამხედველო სტანდარტების მხრიდან. მოცემული ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია მთელ რიგ ქვეყნებში და ხდება მისი ეტაპობრივი დანერგვა/განხორციელება კონკრეტული ქვეყნის პრაქტიკისა და რეალობის გათვალისწინებით. განსაკუთრებული შესწავლის საკითხია რისკზე ორიენტირებული ზედამხედველობის განხორციელება საზედამხედველო ორგანოების მხრიდან. აღნიშნული პროცესი მოითხოვს მთელ რიგ ფინანსურ, ადამიანურ და ინტელექტუალურ რესურსს. ბუნებრივია, საქართველოც ამ პროცესების მიღმა ვერ დარჩება. ჩვენი მიდგომები უნდა იყოს მოქნილი ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით.
მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილული იქნა ე.წ. კომპლექსური დაზღვევა (Inclusive Insurance) როგორც კატასტროფების აღკვეთის/აღდგენის ეფექტური ინსტრუმენტი,  მისი მნიშვნელობა, როგორც სადაზღვევო სისტემის, ისე ქვეყნის მოსახლეობისათვის, ძირითადი გამოწვევები და დანერგვის გზები. დაზღვევის აღნიშნულ ტიპი ორიენტირებულია დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე, მათი სოციალური ფონის მდგრადობის შენარჩუნებაზე, განსაკუთრებით სოფლად.
დადებითად იქნა შეფასებული დაზღვევის სფეროში  ბოლო პერიოდში სამსახურის მიერ გატარებული ღონისძებები და ცვლილებები, განსაკუთრებით საქართველოში უკანასკნელ პერიოდში არსებული დერეგულაციისკენ მიმართული პოლიტიკის ტენდენციების შემდგომ. მოწონებული იქნა ის სწრაფი ტემპები, რომელშიც გატარდა რეფორმები გადახდისუნარიანობის და კორპორატიული მართვის სტანდარტების დანერგვის, კომპანიების კაპიტალიზაციის დონის ამაღლებისა და მათი ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ პროცესი მიმდინარეობს ევროინტეგრაციის ფარგლებში და ჩარჩოებში, რაც შემჭიდროვებულ ვადებში მთელი რიგი მოწინავე მოთხოვნების შესრულების ვალდებულებას გვაკისრებს.
ხაზგასმული იქნა სამსახურის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, მოწონებულ იქნა მისი სამართლებრივი სტატუსი, გადაწყვეტილებაუნარიანობის ეფექტურობა, რომლის დადებითი მხარეები გაზიარებულ იქნა მთელი რიგი ქვეყნების საზედამხედველო ორგანოების მიერ.
18.10.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia