აგროდაზღვევის განვითარების საკითხებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა

საქართველოში აგროდაზღვევის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, საერთაშორისო კონსულტანტების, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით, შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო ჯაჭვის მხარეებისათვის დაფინანსებისა და აგროდაზღვევის ხელშეწყობა“ (PAFAI) ფარგლებში, „ბიზნეს და საფინანსო კონსალტინგის“ ორგანიზებით ჩატარდა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია ესწრებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ქვეყანაში აგროდაზღვევის სისტემის სამომავლო განვითარებაზე იმსჯელეს. საერთაშორისო კონსულტანტმა, თურქეთის რესპუბლიკის აგროდაზღვევის სისტემის (TARSIM) დამფუძნებელმა, ერიხ კასტენმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში აგროდაზღვევის განვითარების ხედვა წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას სხვა ქვეყნების გამოცდილება გაუზიარა. 
აგრარული დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია არსებული აგროდაზღვევის სისტემის სრულყოფა. დარწმუნებული ვარ, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით ჩვენ წარმატებას მივაღწევთ. საქართველოში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება, შესაბამისად, ჩვენ საწყის ეტაპზე ვართ და კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ ქვეყანაში მივიღოთ აგროდაზღვევის სასურველი მოდელი, რომელიც სასოფლო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას უზრუნველყოფს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „სასოფლო-სამეურნეო ჯაჭვის მხარეებისათვის დაფინანსებისა და აგროდაზღვევის ხელშეწყობა“ (PAFAI) 2015 წლიდან შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი ფერმერებისათვის აგროდაფინანსებისა და აგროდაზღვევის ხელმისაწვდომობისა და შემოსავლის შენარჩუნების ხელშეწყობაა.
"bpn ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეები"
25.11.2016
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2017
CREATED BY
Neomedia